გამარჯობათ გოგოებო, კაი ხანია არ შემოვსულვარ. ისეთ ხასიათზე ვიყავი საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე მეფიქრა. მაგრამ რომ არაფერს ვაკეთებდი ამან უფრო დეპრესიაში ჩამაგდო.
გუშინ ჩემ ექიმს მივაკითხე მირჩიე რა ვქნა, რა გზით გავაგრძელო-მეთქი. მეგონა გამომაბუნძულებდა უკან (იმიტომ რომ დაზღევა აღარ მეკუთვნის და ვიცი რომ არ აკეთებს ინვიტროებს დაზღვევის გარეშე. კერძო კლინიკა არ არის, სახელმწიფო საავადმყოფოა), მაგრამ რბილად მელაპარაკა და დავმშვიდდი ცოტა.
რა არის მიზეზი რომ არ გამოდის-მეთქი ? ემბრიონი თუ საშვილოსნო ? რატომ არ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოზე ? აი ეს არის ჩემი ერთადერთი კითხვა.
- საშვილოსნოს გამოკვლევა მიმაგრებაზე, ჯერ კვლევების დონეზეაო საფრანგეთში და მომცა მიმართვა სხვა საავადმყოფოში, სადაც გავიკეთებ.
- ემბრიონის ხარისხის დადგენა, სამწუხაროდ ჯერჯერობით მარტო ვიზუალურად ხდება საფრანგეთში: რამდენად მრგვალია, რამდენად გლუვი ზედაპირი აქვს, რამდენ უჯრიანია...
სხვა ქვეყნებში, მაგალითად ესპანეთში და ინგლისში გენეტიკურ დონეზე შეუძლიათო "სქრინინგით" გამოიკვლიონ ემბრიონის ვარგისიანობაო. გადაარჩევენ რომელი ვარგა და რომელი არა გადასატანად და ისე გადააქვთო.
ძალიან მაინტერესებს საქართველოში კეთდება ემბრიონის სქრინინგი ? ძალიან მინდა გავაკეთორაც შეეხება საშვილოსნოს გამოკვლევას მიმაგრებაზე, თუ ვერაფერი იპოვეს საშვილოსნოში, მაშინ ოოციტების დონორობაზე იფიქრეო

ახალგაზრდა ქალის ოოციტებით უფრო მეტი შანსი იქნებაო. .... როგორ არ მინდა რააა სხვისი ....
თუ ვინმემ რამე იცით
ემბრიონის სქრინინგზე, მიმასწავლეთ რაა. წინასწარ მადლობა.
This post has been edited by compte.paris75 on 10 Feb 2017, 13:48