ალბათ აქ მყოფი გოგოების 90% ყოფილხართ ჩემნაირ სიტუაციაში. დაოჯახებიდან 8 თვის თავზე დავრჩი ორსულად. მე-6 კვირაზე ვაკუუმი გამიკეთეს (აგვისტოში) და იმის მერე ვიცავდი თავს კონტრაცეპტივით. გამოვიკლვიე ყველაფერი ად ა.შ... აღარ მინდა მოყოლა
აღმოჩნდა, რომ მთელი ჩემი მეუღლის სანათესაო წუხს რომ არ გვყავს შვილი ! )))) (შოკში ვარ ოღონდ მე).. დააბარეს იერუსალიმში ლიმონი ჩვენთვის (სასწაულმოქმედიაო და იმ წელს შვილი ეყოლებათო) და ყოველ მისვლაზე მუცელზე მიყურებენ!
აღარ შემიძლია!! ყოველი სექსის დროს იმაზე ვფიქრობ ნეტა ეხლა თუ დავრჩებითქო რომ გაჩუმდნენ. ფსიქოლოგიურად მოქმედებს უკვე ყველაფერი ჩემზე (პირველი თვეა რაც კონტრაცეპტივი მოვხსენი)
მოკლედ მინდოდა ვინმესთვის მეთქვა და ვიცი რომ გამიგებთ.
ჩემზე მეტად ხომ არავის უნდა რომ შვილი მყავდეს და მაინც ცხვირს ყოფენ ყველაფერში