basheliერთი წამითაც არ გაივლო გულში ნერვიულობა და დეპრესია.
ჩემს მაგალითს მოგიყვები. 3 წელია გათხოვილი ვარ, გათხოვებიდან მალევე მივედით ექიმთან დაახლოებით 6 თვეში.
ეხო, ვირუსები, ჰორმონები გამოვიკვლიე ყველაფერი და წესრიგში იყო. მეუღლეს აღმოაჩნდა აზოოსპერმია და თითქმის ყველა მეუბნებოდა, რომ ამ შედეგით ან ტესა უნდა გაკეთებულიყო ანუ სპერმის ბიოფსია ან დონორზე უნდა გვეფიქრა.
ორივე 25 წლის ვართ და წარმოიდგინე, ბავშვები დაბნეულები, ემოციურები რა დღეში ჩავვარდით.
ამის მერე რამოდენიმეჯერ გადავამოწმეთ კიდე სხვადასხვა ლაბორატორიებში და დადგინდა, რომ ჩემი მეუღლის სპერმა ცვლილებებს განიცდიდა.
ხან აიწევდა მაჩვენებელი, ხან დაიწევდა, ოღონდ ბუნებრივად დაორსულების იმედსაც კი არავინ გვაძლევდა.
დროის არ დაკარგვის მიზნით მივედით ქეთისთან, რომელმაც ინ ვიტროზე უარი გვითხრა თავიდან ასაკის გამო და პროფერტილი დაუნიშნა, რომელმაც რაოდენობა წამოიყვანა საკმაოდ, მაგრამ მოძრაობას არ ეშველა არაფერი.
ბოლოს ინოვაში რომ გადავიდა გადავწყვიტეთ ინ ვიტრო და სპერმა რომ გადააკონტროლა ისევ 0% იყო ეს მოძრაობა და ქეთიმ ამით არ გამოვაო, წარმოიდგინე დაგეგმილი ყველაფერი, ფული მოგროვებული და ბრახ ესეთი პასუხი.
კინაღამ დამბლა დამეცა ნერვიულობისგან. დაგვინიშნა ანდროენერჯი, სულ სამი ფირფიტა დალია და წინმოძრავი გაჩნდა 4% და ადგილზე მოძრავი 11%. ეგრევე გავყინეთ და დავიწყე სტიმულაციები.
9 ემბრიონი მივიღეთ აქედან 5 საუკეთესო ხარისხის და 12 კვირის ვარ უკვე.
სულ ვღელავდი, რომ არაფერი გამოვიდოდა და დათრგუნული დავდიოდი, მაგრამ ბოლოს ყველა ემოცია გავთიშე და შედეგიც სახეზეა.
არ ინერვიულო, მთავარია დრო არ დაკარგო. დანარჩენს ყველაფერს ეშველება, დღეს უშვილობა თითქმის გამორიცხულია ისეთ დროში ვცხოვრობთ.
დამშვიდდი და გაიაზრე ყველაფერი კარგად და გადაწყვეტილებაც თავისით მოვა.
წარმატებები