ხო აი ამის დაწერა მინდოდა ზუსტად

არ არის საზოგადოება კარგად ინფორმირებული და ამიტომაც აქვთ ასეთი წარმოდგენა, ამიტომ არ უნდა გავბრაზდეთ მათზე, რამდენიმე წელიც და საერთოდ შეიცვლება სიტუაცია, როგორც სხვა ყველაფერზე, აი თუნდაც ზემოთაც აღნიშნეს რომ გაუტკივარებასაც ასე უყურებდნენ რამდენიმე წლის წინ, მაგრამ დღეს ერთეულების გარდა გაუტკივარების გარეშე აღარავინ მშობიარობს
კონფიდენციალურობას რაც შეეხება, ეს მგონი მართლაც პრობლემაა საქართველოში დღეს

ერთი თანამშრომელი მყავს, დიდხანს არ ყავდა ბავში და შარშან შეეძინა

ნუ რათქმაუნდა ყველას ძალიან გაგვეხარდა და ერთი წამითაც არ დავინტერესებულვარ რა გზით მივიდა ამ ბედნიერებამდე

ისე გამოვიდა, რომ მეც იმ სამშობიაროში ვიმშობიარე, სადაც მან და ერთ-ერთი ბებიაქალი იყო შემოსული ჩემთან პალატაშI და მე და ჩემს მეუღლეს გვეჭორავებოდა, გამომკითხა სად მუშაობო დ მეც ვუპასუხე

უიო, თქვენმა თანამშრომელმა იმშობიარაო აქო ცოტახნის წინო, ხო მეთქი ვიცითქო

საწყალი გოგოო, რა ნაწვალები იყოო, რამდენი ინვიტრო გაიკეთაო და ძლივს გაუმართლაო

( ასე ჩამიკაკლა ყველაფერი ერთ წამში, მე არ შევიმჩნიე ვითომ ვიცოდი , მაგრამ ნუ რა უბედურებააააა, ძააან გავბრაზდი

(((