nincka1987იმედს ნუ დაკარგავ, მშვიდად იყავი და მხოლოდ კარზე იფიქრე.. გწამდეს რომ აუცილებლად ყველაფერი გამოგივა, ღვთის ნებით შაბათ სასიხარულო ამბით დაგვიბრუნდები და შენი ბედნიერებით ყველას სიხარულს მოგვანიჭებ. უფალი გფარავდეთ შენ და შენს პატარას.
წამლების მაფიას ნუ იტყვით... იგივე წამლებს 3-ჯელ და ლამის 5-ჯელ უფრო იაფად ვყიდულობ თურქეთში. მართო ერთი სახეობის ნემსი 20 ცალი, 320 ლარით იაფად შევიძინე იქ.
* * *
Tamara1988ეხ ნუ იტყვი... დრო არ დავკარგო თქო არარსებული თანხებით დავიწყე პროცედურები, ეხლა რო დავფიქრდი, 13000 გადავიხადე ჯერ ერთი წელიც არ გასულა, შედეგი არ მაქვს.. სამაგიეროდ 3 წლიანი ბანკის სესხი მაქვს და სხვა წვრილი მალები..

თავი მისკდება რო ვფიქრობ, მეშინია ჭკუიდან არ გადავიდე...
მაგრამ შვილის ყოლის სურვილი იმდენად ძლიერია ყველა რისკზე ვართ წამსვლელები. უფალო გვაკმარე ამდენი ტკივილი!