მოვედი
ავდექი 1ისკენ, ზლაზვით წავედით, გული მეთაღნებოდა მაინც, ვაიდა ტყუილი განგაშია თქო. ასეც აღმოჩნდა

არ გავუსინჯივარ ზურას, ექოზე გამიშვა და პასუხით მოდი დაგელოდებიო. მიმღებში ვიკითხე რომელი რადიოლოგია თავისუფალი თქო და 23ე ნახეო, მივედი და აწერია აბრაზე ბიბილაშვილი. მახსოვდა აქაურების შეფასება და ქმარს ვუთხარი, ოღონდ ეგ არა თქო
სამაგიეროდ გოცირიძესთან იყო რიგი, რაც არ იყო ბიბილაშვილის შემთხვევაში. ამანაც იმოქმედა. დავჯექი დაველოდეთ მარის. შევედით როგორც იქნა, დაგვანახა ბავშვი. ყველაფერი რიგზეა, ისე კარგად არის შიგნით, არც მიკვირს გამოსვლა რომ არ უნდა

ჭიპლარიდან კვება იდეალური, პლაცენტა 3 ხარისხია უკვე, წონა 3 კგ და 550 გრამი. ზურას ვანახეთ პასუხი. ზურამ, არ ჭამო ცომეულიო თორე ჭინთვებზე გაგიჭირდებაო, მაგ დროს არ ვაკეთებ გაუტკივარებასო (ტყუილი იმედი მქონდა თურმე, ლოლ), შენ უნდა გაიჭინთოო. ხოდა სად 3 და 600ის გამოსვლა და სად 4 კგ-იანისო.
საცობის გამოსვლა არ ნიშნავს რომ ეგრევე დამეწყება მშობიარობა. უბრალოდ პირველმშობიარეების 65% მშობიარობს 40 კვირის მერეო და ამიტომ ველოდოთ 20 მარტამდეო. 20 მარტს თუ მაინც არ დაგეწყო, დილას 10ზე მოხვალ და დადგება უკვე საკეისროს საკითხი.
მეთქი მე დამაჩქარებელი არ მინდა, მეშინია დამაჩქარებლების. ამაზე შეიცხადა, რა დამაჩქარებელი, ეგეთს მე არ ვცნობო. მოკლედ ნუ გეშინიათ 20 მარტამდე მოვა თუ არადა მერე საკეისრო და ეგაა რა : )))
წამოვედით მაინც ბედნიერები, ვჭამეთ, ვსვით, გავისეირნეთ და ახლახანს მოვედით. 5-10 წუთის ჩართUლი მაქვს კომპი

მემგონი თქვენ უფრო ადრე იმშობიარებთ ვიდრე მე