უკვდავი თემა კვლავ წინ წამოვიდა
აი, ვგიჟდები ამ თემაზე ...
უუუფ, გულის მოფხანვის შანსი მეძლევა!
ჩემს დედამთილს მაგრად რომ ვკიდივარ მთელი ჩემი არსებით ეს მოვყევი უკვე, მაააგააარიიი პოხუისტი ტიპშაა
რაც ჩემს დედამთილს ვკიდივარ, ანაზღაურებს დედაჩემი, რაც არანაკლებ ნერვების მომშლელია მინდა გითხრათ!!
ყველაზე მეტად რამ გამაცოფა მოვყვები, ყველამ იცოდა, რომ დეკრეტი მქონდა 1 თვე და მეცხრე თვეში უკვე დავიწყე მზადება ძიძის ამბავში,
გამიმართლა და ძალიან კარგი ძიძა ვიპოვეთ, რომელიც სანდროს პირველივე დღიდან ყავს და ვთვლი, რომ არამაკლები წვლილი მიუძღვის სანდროს აღზრდაში, ვიდრე მე და მამამისს ...
ხოდა, მანამ სანამ ძიძას ვიპოვიდით, ჩემმა დედამთილმა თმა გაიშალა, სახე დაიხოკა, წნევა აიწია და აღარ გავაგრძელებ რა კონცერტი მოაწყო,
ჩემი შვილიშვილი სხვამ როგორ უნდა გაზარდოს, როცა მე აქ ვარო, ანუ ჩვენთან ახლოს ცხოვრობს, ზუსტად ვიცოდი რომ პროსტა ტყლიპინებდა რა, ხოდა
ვუთხარი ძიძას ავიყვან მხოლოდ საღამოობით და დღის განმავლობაში შენ იყავი ბავშვთანთქო ...
თან სოლო პარტიის დროს სულ თავის შვილს უყურებდა სახეში, ხედავ შვილო რა შუშანიკი დედა გყავსოოოო???
პირველ დღეს რომ ვუთხარი, ვსო უნდა მოხვიდე ხვალთქო, იმ დღეს მითხრა წნევა მაქვსო, ნუ ოკ, მეორე დღეს დაქალს გაყვა ექიმთან, კიდევ ოკ, მესამე დღეს ჩემი მული იყო ცუდად და ვერ დატოვა მარტო და მეოთხე დღეს უკვე მე მოვაწყვე საუკუნის დრამა და ჩემს ქმარს ვუთხარი, ან დედაშენს მოაკეტინე, ან მე ჩემი შვილით მივდივარ აქედანთქო ... ხოდა, მეხუთე დღეს მთელი დღით მოვიდა ძიძა ჩვენთან

პ.ს. დაახლოებით 10 წუთის ფეხის სავალზე ცხოვრობს ჩემი დედამთილი ჩვენგან და მხოლოდ კვირაში ორჯერ ამოდის,
ისიც ჰა ჰა 30 წუთით და ეგ გამიზრდიდა შვილს? არააა, დიდი მადლობა ...
უფ, რამდენი მიწერია ... იფ, კარგად მოვიფხანე გული!