Gucci2015ანალიზი აღარ აუღიათ, მაგრამ ხშირად შემოდიოდნენ ხან პედიატრები ხან ექთნები, ძლივს დავაძინბდი ცოტა ხანში ისევ აღვიძებდნენ და აატირებდნენ ხოლმე, დამტანჯეს

ალბათ მანდაც ეგრე იქნება, როდის იკეთებ შენ ანალიზს? აქ ბავშვი არ გაყავდათ სულ ჩემთან იყო, არც მეხმარებოდნენ და გაარკვიე მანდაც ეგრე თუ არის ქმრის დახმარება დაგჭირდება, მითუმეტეს შენ საკეისროს იკეთებ და ვერ მოუვლი სამშობიაროში.
მეც მეშინოდა მარტო ვერ მოვუვლითქო, თან არანაირი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ სულაც არ ყოფილა ეგეთი ჰორორი, არც უძინარი ვარ და ჩემთვისაც კი მრჩება დრო რომ თავს მივხედო და დავისვენო, ასე რომ ნუ დაპანიკდები. რათქმაუნდა ქმარიც მეხმარება პირველი 2 კვირა და ესაც დიდი შვებაა. რომ მეგონა კიდევ ერთი ადამიანის დახმარება დამჭირდებათქო არ მჭირდება ახლა რომ ვფიქრობ, ზედმეტი ფუფუნება იქნებოდა.
TBNაუ რა სიმპატიური ბიჭუნა გყავს, თან გაზრდილა.
არამიშავს, ვეჩვევით ერთმანეთს და ნელნელა დარეგულირდა კვებაც. მშვიდი ბავშვია ჯრჯერობით, სულ სძინავს და ჭამს. <3
შენსას გაუარა გაზებმა?