გუშინწინ გადამხდა საოცარი ამბავი
მოკლედ, დაემთხვა, რომ ჩემი მკურნალი ექიმი ჩემი ძალიან ახლო ნათესავის კერძო კლინიკაშიც მუშაობს, რომელიც ასევე ჩემი დაზღვევის პროვაიდერია და ამის გამო შევიცვალე კლინიკა

როგორც იცით რეზუსი მაქვს უარყოფითი და გადამოწმება მინდოდა
მივედი ამ კლინიკაში და ნუ ამ ჩემმა ნათესავმა ყველას გამოუცხადა რომ ახლობელი ვარ და ნუ განსაკუთრებული ყურადღებით მექცევა ყველა, როგორც ხდება ხოლმე

ხოდა მოკლედ ავიღე ჯერ ჯგუფი-რეზუსის ანალიზი, პასუხი იქვე გვითხრეს, მეორე უარყოფითი აღმოვჩნდი. ექიმმა ეხლავე გავაკეთოთ ანტისხეულების ანალიზიო. ნუ ამიღეს სისხლი ვენიდან(მესიკვდილება), პასუხი ხვალ იქნებაო და ექიმმა არ მოხვიდე დაგირეკავო, ნუ წამოვედი

მეორე დღეს, ექიმი მირეკავს შეეშალათო და TSH ანტისხეულები გაგიკეთესო და ნუ ისე მელაპარაკა რო მივხვდი რო არ უნდოდა რომ ჩემს ნათესავს გაეგო

რაღაც კლინიკა მითხრა, იქ მიდი და იქ გაიკეთეო. რო მივედი, გული შემიწუხდა, ადრე რომ დანგრეული პოლიკლინიკები იყო, ისეთი რაღაც ობიეტქი და 80 წლის ქალი ზის რეგისტრატურაში, გამოვიქეცი ისევ ავერსში გავიკეთე ანალიზი და ველოდები ეხლა პასუხს 4 საათზე.
ჩემ ნათესავს არ ვუთხარი ჯერ, მეცოდება ვისაც შეეშალა, გაუშვებს აუცილებლად, ლაბორანტს შეეშალა თუ რეგისტრატორს, არ აქვს მნიშვნელობა

)
ექიმის და კლინიკის სხელს შეგნებულად არ ვამბობ