ბანაკებზე და ბავშვების საზაფხულო დასვენებაზე საუბრობდით აქ
და ამას წავაწყდი ფეისბუქზე, შეიძლება ვინმეს გამოადგეს
ნოდარ დუმბაძის ფონდი გიწვევთ „ზურიკელას სკოლაში“ ყოველ კვირა დღეს - 1 ივნისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით.
ორი საათის განმავლობაში თქვენს შვილებთან ლიტერატურულ-შემეცნებით შეხვედრებს გაუძღვებიან საბავშვო მწერლები მარიამ წიკლაური, ვასო გულეური, ლელა ცუცქირიძე და ირმა ბერიძე.
შეხვედრები გაიმართება ორი ასაკობირივი ჯგუფისთვის - 8-11 და 12-14 წლის ბავშვებისათვის.
თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 15 ბავშვი.
ზაფხულის ათი საკვირაო შეხვედრის მანძილზე თქვენი შვილებს ელით
• შეხვედრები მწერლებთან, მსახიობებთან, მხატვრებთან,მუსიკოსებთან;
• საინტერესო საუბრები ლიტერატურაზე.
• შეხვედრები ლიტერატურულ პერსონაჟებთან.
• ხატვა, მუსიკა და სხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობები.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე biletebi.ge
ერთჯერადი ბილეთს ფასი - 15 ლ.
ერთთვიანი აბონემენტი – 130 ლ.
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.
https://www.facebook.com/%E1%83%96%E1%83%A3...83/?pnref=story