გოგოებო,
ბოლო სისხლის ანალიზი რაც ჩავაბარე ემბრიონის მიმაგრების პრობლემის გამოსაკვლევად, დღეს ვნახე ექიმთან შეხვედრაზე და აი ესეთი დასკვნით გამოვედი ცოტა დაღონებული

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. ანტისხეულები ჩიყვის წინააღმდეგ არის 10-ჯერ მეტი და ნუ ამაზე უდავოა უნდა იმკურნალოვო.
2. ემბრიონის მიმაგრების პრობლემის გამოსაკვლევად მე გირჩევდით რომ 2 რაღაც გააკეთოთო:
- PGS (en) préimplantation Génétique Screening - ქალში თავიდანვე არისო ცუდიც და კარგი კვერცხუჯრედებიცო. ახალგაზრდა ქალში პროცენტულად ცუდი ცოტაა და კარგი ბევრიო. რაც ასაკი ემატება იმასთან ერთად ცუდი უბევრდება და კარგი უცოტავდებაო და შენო ეხლა წარმოიდგინე რომ 40 წლის ასაკში ხარ 80 % ცუდი ხარისხის კვერცხუჯრედი გაქვს და 20% კარგიო და დიდი შანსია რომ პუნქციის დროს მარტო ცუდი ხარისხის ამოიღონო და ამ ცუდი ხარისხით მიღებული ემბრიონი რომც მიემაგროს, ვერ იცოცხლებს დიდხანს ბავშვი და აუცილებლად მოგწყდებაო

ეს PGS მეთოდი მდგომარეობს გენეტიკურად კარგი კვერცხუჯრედის (ან ემბრიონის) შერჩევაში 24-ივე ქრომოსომის შემოწმებით, მაგრამ ჩვენთან არ კეთდებაო (საფრანგეთში). ძალიან კარგი შედეგები აქვთ ჩეხეთშიო და დაახლოებით 5500ევრო ჯდებაო.
- MatriceLAB - ის საშვილოსნოს ბიოფსია იმუნიტეტზე შესამოწმებლად. ნახე მომატებული ხომ არ გაქვს და ხომ არ ებრძვის საშვილოსნო ემბრიონს როგორც უცხო სხეულსო. ან პირიქით ძალიან დაბალი. 400 ევრო ღირსო და 5 თვე უნდა გამოკვლევასო.
3. კიდევ ერთი ფაქტორიაო გასათვალისწინებელი - ენდომედრიუმის სისქე (არ ჩანსო ეხოზე) და სქრეჩინგს აკეთებენო - არც ეს არ კეთდება (საფრანგეთში)
4. თუ PGS -ს ვერ გააკეთებთ ნუ ფინანსების თუ რაღაცის გამო, მაშინ გირჩევთო რომ გააკეთოთ:
- MatriceLAB-ის ბიოფსია (სქრეჩინგადაც ჩაითვლებაო)
- 1 თვით ადრე ინვიტრომდე მკურნალობის დაწყება ანტისხეულებზე.
- ინტრალიპიდური გადასხმა (მაღალი იმუნიტეტის საწინააღმდეგოდ)
5. კრებაზე გავიტან თქვენ დოსიეს და ვნახოთ რა გადაწყდება თუ დაგრთავენ ნებას რომ სცადოთ კიდევ ერთხელ და რა მეთოდებითო. 3 კვირაში მოგივათ პასუხი წერილობითო. მაგრამ როგორც შევატყე კოჭებში უარს მეტყვიან

ბევრი ინვიტრო გაქვს გაკეთებეული და დაანებე თავი გეყოფაო.
--------------------------------------------------------------------------------------------
ვერ გავიგე რატომ მითხრა ენდომედრიუმის სისქე არ ჩანსო ეხოზე? აბსოლიტურად ყველა მონიტორინგზე მიწერენ ენდომეტრიუმის სისქეს, სხვა რა სისქე უნდა იყოს? თუ სწორად ვერ გავიგე?
დამაიმედებელი პასუხით ვერ წამოვედი რაა. რა გამოვიდა ვერ გავიგე, ქეთისთან მინდოდა გაკეთება და ინვიტროები ეხლა რომ ვიკეთო იგივეა რაც ლატარია რომ ვითამაშო? რომელი კვერცხუჯრედი ამოვა პუნქციაზე კარგი თუ ცუდი რა ვიცი მე?
DHEA-ზე ვკითხე და საფრანგეთში არ არის ნებადართული და ვერ გამოგიწერ თუ გინდა ინტერნეტში იყიდეო. ხო, მაგრამ რა დოზებით მივიღო რა ვიცი?

ან იმ რაღაც ინტრალიპიდურ გადასხმას რომ მთავაზობს, ჯერ არ მეცოდინება MatriceLAB-ის პასუხები ოქტომბრამდე და იქნებ პირიქით დაბალი მაქვს იმუნიტეტი?
მოკლედ გამიჩნდა ახალი საფიქრალი რააააა!!!!!
This post has been edited by compte.paris75 on 21 Apr 2017, 01:40