რუსებს აქვთ ერთი გამოთქმა: беда не приходит одна. მოკლედ ასე დამემართა მეც.
ჯერ აღმოვაჩინე, რომ ჩემი პოლიკისტოზი მულტიფოლიკულოზია და არა ტიპიური პოლიკისტოზური სურათი.
ყველა ჰორმონი წესრიგშია, გაგვიხარდა, საწვალებელი ნაკლები გვექნებოდა.
შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეუღლის მორფოლოგია 0%-ია და გვჭირდება ინ ვიტრო იკსი მეთოდით.
მორიგი აღმოჩენა იყო ჩემს სისხლში D და C ვიტამინების დეფიციტი.
შემდეგ ჩემი მაღალი ინსულინი.
აღმოჩნდა, რომ ჩემი კვანძი, რომელიც ფარისებრ ჯირკვალზე მქონდა, გაზრდილა და 2 სმ-ს უახლოვდება. გამიშვეს ბიოფსიაზე და აღმოჩნდა, რომ პაპილური კარცინომაა. ე.წ. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე.
არადა ამ თვიდან სტიმულაციების დაწყება გვინდოდა.
აი, კაცს თუ ბედი არა სწყალობსო... მაგრამ ვერც ვწუწუნებ. "ღმერთს მადლობა უთხარი რომ არ დაორსულებულხარ, თორემ ჩავიდოდა ფილტვებშიო".
ახლა 2 ან 6 თვით გადამედო ჩემი ნანატრი ორსულობა... ნუთუ 6 წელი საკმარისი არაა სატანჯველად, რომ კიდევ მემატება დრო....
სადამდე მეყოფა ძალა მაცოდინა....
ან ის მაინც მაცოდინა, სადაა ის კომბოსტოები დათესილი, ბავშვობაში ჩემი და-ძმები რომ იპოვეს
This post has been edited by basheli on 1 May 2017, 01:35
Если хочешь победить весь мир, победи самого себя.