გაგუას რაც შეეხება იტალიაშკას აინტერესებდა და ჯერჯერობით რა სიტუაციაც დამხვდა მოვყვები და დანარჩენს მერე დავამატებ

მივედი, გამსინჯეს, ბარემ 40 კვირის ხარო გახსნა თითნახევარი და დამტოვეს აქ ჯობია იყოო... ყველა ძალიან ყურადღებიანია, პალატა ძალიან კარგი, ბოლო კომფორტით გაწყობილი რასაცქვია რაა

პერიოდულად შემოდიან მკითხულობენ, წნევას მიზომავენ

ღამე ამ მოსასვენებელ პალატებში ძალიან სიწყნარე იყო (ანუ ჩემი დასკვნით ორნაირი პალატები აქვთ მშობიარეებისთვის ცალკე და ნამშობიარებებისთვვის ცალკე სადაც უკვე ბავშვის საწოლიც დგას), კარგად გამოვიძინე არავის და არაფერს შევუწუხებივარ... დილით მომართვეს ფაფა, ბულკი და ჩაი... საერთო ჯამში მშვენიერი იყო

სისუფთავე დაცულია პალატებში, დროდადრო შემოდიან და ასუფთავებენ... ახლა გაგუამ და მთელმა გუნდმა მინახულა მგონი :დ წარმატებები აბა შენ იციო

დანარჩენს მშობიარობის მერე დავწერ
პ.ს. გაგუას დიიიდიიი პლუსი ჩემგან და ჯერჯერობით გირჩევთ აქ გაჩენას (მშობიარობის მერე ვნახოთ რა აზრზე ვიქნები :დ) :*
* * *
sopho_94ჯერ მოლოდინის რეჟიმში ვარ, ვწევარ სამოთხეში, ტკივილების გარეშე :დ
tikako6წარმატებები შეენ :* დაწერე მერე შენი ამბებიც :* და უმტკივნეულო გახსნას გისურვებ და მეც მაგის იმედზე ვარ :დ აი ეს ხელით გასინჯვები რა საშინელი გრძნობაა :S