SRB100Neno_გოგოებო, მადლობა..
სრბ, გეტყვი ახლა: მე დავითიც სოსოსთან გავაჩინე და ძაან კმაყოფილი ვიყავი მაშინაც.. არის ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი.. პაციენტზე ორიენტირებული.. რო გესაუბრება იწვევს სანდოობას შენში.. ოპერაციის მსვლელობისას არის ძალიან დადებითი, შემოდის კონტაქტში.. სხვა ექთნები, ანესთეზიოლოგი და სასტავი მუდმივ კავშირში, გესაუბრებიან ათას რამეზე

)) ეგრევე გთხოვენ უთხრა თუ რამე ისე გერ გრძნობ რო მაქსიმალურად მაშინვე დაგეხმარონ.. გიღიმის ყგელა და გილოცავენ გულთბილად.. ოპერაცია დაიწყო გაუტკივარების გაკეთებიდან (ბზვ, საერთოდ ვერ იგრძნობ ამას) დაახლოებით 25 წთ-ში, ბავშვი ამოიყვანეს ზუსტად 5 წთ-ში და შემდგომი ეტაპი გაგრძელდა 40 წთ.. მეუღლე ყავთ გვერძე ოთახში და ცოტა ხანს შენ სახესთან მოგიყვანენ ბავშვს და შემდეგ გადაყავთ მამასთან და მასთან არის ასე ნახ. სთ. მერე მიყავთ ბავშვთა ოთახში..
ოპერაციის დასრულების შემდეგ ხარ ინტენსიურში 4-5 სთ, გადასხმა გიყენია, წნევა გეზომება და როცა ტკივილები დაგეწყება შემაწუხებლად გიკეთებენ გამაყუჩებელს.. როცა კი ფეხების მოხრას შეძლებ, ანუ გიბრუნდება მგრძნობელობა გადაყავხართ პალატაში და ცოტა ხანში მოაქვთ ჩაი და სუხარი და წყალი.. მეტი არაფერი შე8ძლება..
სოსო შემოდის ინტენსიურში და აი, მუცელზე გაწვება, რომ ნახოს კუმშვა როგორ მიდის საშვილოსნოსი, თუმცა გაყუჩებული ხარ და არ გტკივა ეგ დაწოლა.. ხვალ არ ვიცი იგივე მელის თუ არა წინ..
მე 1 კაციანი პალატა ავიღე, ნორმალური აღჭურვით (გაითვალოსწინეთ ის რო წინასწარ ვერ ჯავშნი და შეიძლება ვერ შეგხვდეს ის რაც გინდოდა. მე დღეს გამიმართლა, მე-4 ვიყავი რიგში და წინა 3 არ მოვიდა, დააგვიანეს და მე შემიყვანეს პირველი). შეგიძლია დედა და მეუღლე დღის ნებისმიერ მონაკვეთში ან სულ მთელი დღე შენთან იყვნენ.. ღამე ვერ დაიტოვებ.. ღმე მხოლოდ თუ ლუქსს ჯავშნი.. ჯამში 1 კაციანი პალატა + სოსო + სხვა ყველაფერი ღირს 1700 ლარი და 800 ფარავს საყოველთაო დანარჩენს ჩემი დაზღვევა. ლუქსი ღირს ჯამურად 2000 სხვა ფასები ზუსტად არ ვიცი..
ბავშვი ცოტ-ცოტა.ხნით შემოვაყგანინე 2 ჯერ და გავატანე, რომ ვერ ვინძრევი მათთან იყოს ჯობია.. დაბანეს, ჩააცვეს, ჩემი ბოთლით აჭამეს.. აცრეს..
რძე მე3 დღიდან მოგივაო და მასაჟისტიც გვყავს თუ რამე დაგჭირდებაო..
პალატები ჩემთვის ნორმალურია, მე არ ვარ ძაან მომთხოვნი ამეებში.. რადგან ჩემი ცქნაფა ცოოოოტა ადრე ამოაძვრინეს ასევე სპეც აღჭურვილობაც ყველა შემთხვევაში მზად ქონდათ მაგრამ არ დაგვჭირდა ♡
ყველა.კითხვაზე გიპასუხე მგონი.. თუ რამე კიდე მკითხე :*
ამდენ ნაიარევს, ამდენ ნაიარევს, ვინ მომიშუშებს, ამდენ ნაიარევს?! - დროო, დროო... მოდი მალე.. დროო, დამეხმარე.....