takotatuli1989მე თუ მკითხავ, ყველგან სადაც მარტო მიდიხარ ძაან მოსაწყენია სულ რომ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში იყო.
არც ჩვენ გვიყვარს მარტო დასვენება, 3 დღე კარგია და მერე ვიწყენთ ხოლმე. მეჯვარეებს ვაბამთ ეხლა იქნებ წამოვიდნენ.
აბასთუმანში მინდოდა ძალიან, საოცარი ჰაერია, მაგრამ ინფრაქსტრუქტურა საშინელიაო და არ შემიძლია ეგეთ გარემოში.
სოფელი მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ იქ არ გვაქვს ისეთი პირობები, რომ წავიდე ამხელა მუცლით..
ამიტომ ბორჯომს ვფიქრობ, ამ ბოლო დროს გამოასწორეს სხვათაშორის, აუზიც აქვთ და რამდენიმე კარგი ბარ-რესტორანიც..
თან ირგვლივ სულ სოფლებია და დღე შეძლებ რომ ტყეში თავი შეაფარო.
საირმესაც განვიხილავ, მაგრამ ძაან მაღალზეა და უცებ რამე რომ დაგჭირდეს სანამ იქიდან ჩამოხვალ ბავშვს გააჩენ მართლა

))
ეხლა მომივიდა ანალიზის პასუხები, გემოგლობინი მაქვს დაბალი.
რკინა ნორმაში მაქვს და კვებითაც ვიკვებები, ნელ-ნელა დავიწყე მომატება.. მოხარშულ საქონლის ხორცს ვერ ვჭამ, რაც ყველაზე მეტად წევს ზემოთ..
იმედია ვიტამინებს არ მომაყრიან ეხლა, აღარ შემიძლია ამდენი წამალი.
მირჩევნია ისევ საკვებით დავირეგულირო :/