მე პირადად ვერ დაგეთანხმები, არის შემთხვევები როდესაც ძალიან ვიჭრები ხოლმე, როდესაც არავინ და არაფერი არ მინდა, სიჩუმისა და სიწყნარის გარდა და არავინ მითხრას, რომ ამით რამეს ვაშავებ
მარტივ მაგალითს მოვიყვან, რამდენიმე დღის წინ ქმარს ვთხოვე, სანდრო წაიყვანე ცოტა ხნით სადმე და დაახლოებით 2-3 საათი დამასვენეთთქო და რა გავაკეთე იცი?
ტუალეტში შევედი და გამოშტერებული ვიჯექი უნიტაზზე მგონი მინიმუმ ნახევარი საათი, სანდრო რომ ყოფილიყო ან შემომყვებოდა ან კართან დადგებოდა და სანამ არ გამოვიდოდი იზმუვლებდა
მერე ყავა დავისხი და ცხელი დავლიე, სახლში ცხელი ყავა არ დამილევია, მგონი მინიმუმ 1 წელია
მერე საჭმელი ვჭამე, ისე რომ კისერზე სანდრო არ მყავდა შემოხვეული და ყურში თითებს არ მირჭობდა
მერე უბრალოდ დავწექი, სანდრო რომ ყოფილიყო დაწოლა იქნებოდა ფანტასტიკის სფერო, 1 წუთში ათასჯერ დამახტებოდა თავზე და ათას სისულელეს გააკეთებდა
ხოდა, რისი თქმა მინდა

ჩემზე მეტად ჩემი შვილი არავის უყვარს, მასთან ყოფნაზე ძვირფასი არაფერია, მასზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს არ ვიცი, მაგრამ ხანდახან შენც რომ გინდოდეს შვილისაგან დასვენება, ამაშიც ვერაფერს ვერ ვხედავ საგანგაშოს

თუმცაღა, შენიც გადასარევად მესმის და არ გეკამათები