ტრადიციულად ანტიბიოტიკზე გვაქ ლაპარაკი

აიიი ამას წავაწყდი
რეზისტენტობის შესამცირებლად და ბაქტერიული ინფექციების ეფექტური მკურნალობისთვის.
√ ანტიბიოტიკების რეზისტენტულობის ერთადერთი მიზეზი არის მისი არასწორი გამოყენება !
√ ანტიბიოტიკები პაციენტების 50% -ში ინიშნება არარაციონალურად ! ! !
√ ანტიბიოტიკები არ არის ეფექტური ვირუსული ინფექციის შემთხვევაში !
√ ანტიბიოტი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მგრძნობიარე ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ !
√ ანტიბიოტიკების დანიშვნა ვირუსული ინფექციის დროს მნიშვნელოვნად ზრდის მეორადი ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკს და ხელს უწყობს რეზისტენტული შტამების ჩამოყალიბებას !
√ გაითვალისწინეთ რომ გრიპის შემთხვევაში დამახასიათებელია ცხვირიდან სქელი, ყვითელი ან მწვანე ფერის გამონადენი რომელიც გრძელდება 10 დღე !
√ ბაქტერიული ინფექციის მანიშნებელია ჩირქოვანი ნახველი, ცხვირიდან გამონადენი და ხველება რომელიც გრძელდება 10 დღეზე მეტი და მაღალი ტემპერატურა (39) რომელიც გრძელდება 3-4 დღე.
√ ანტიბიოტიკები არ უნდა გამოიყენოთ ყველა ტიპის ყურის და ყელის ტკივილის შემთხვევაში !
√ ანტიბიოტიკებს აქვს არასასურველი და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები ( ალერგიული რეაქციები, გულისრევა, დიარეა და კუჭის ტკივილი) !
ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ბაქტერიული ინფექცია 48 -72 საათში იწყებს რეგრესირებას. ხშირად სიმპტომების შემსუბუქების და ალაგების შემთხვევაში პაციენტები წყვეტენ მედიკამენტის მიღებას რაც ყოვლად დაუშვებელია ! ! ! აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპიის სრული კურსის ჩატარება რომ ბაქტერია მთლიანად ალაგდეს და არ ჩამოყალიბდეს რეზისტენტული შტამი !
√ რეზისტენტულ ბაქტერიულ შტამზე ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებს და ისინი ვრცელდებიან მილიონობით სხვა ადამინის ორგანიზმში.
როგორ გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები სიფრთხილით:
√ ანტიბიოტიკი არ არის ყოველთვის არჩევის პრეპარატი, უნდა მიიღოთ მიზნობრივად და მხოლოდ საჭიროებსი შემთხვევაში !
√ ანტიბიოტიკები უნდა დაინიშნოს მხოლოდ მგძობიარე ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ !
√ ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე !
√ აუცილებელია ანტიბიოტიკი მიიღოთ ისე როგორც გაქვთ დანიშნული !
√ აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის სრულად ჩატარება !
√ არ გამოიყენოთ დარჩენილი ანტიბიოტიკი სხვა შემთხვევაში ან არ გაუნაწილოთ სხვას !