მარადიული თემა კვლავ აქტუალურია
მეც გამოვთქვამ ჩემს მოკრძალებულ აზრს შეძლებისდაგვარად მოკრძალებულად
პირველ რიგში ძალიან "მაბრაზებენ" ადამიანები, რომლებიც უპირობოდ ანიჭებენ ფიზ მშობიარობასა თუ საკეისრო კვეთას უპირატესობას და განსხვავებული აზრის წარმომადგენელს ფარულად მტრობენ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ აქ რამდენიმე შეგნიშნეთ ასეთი
დღევანდელი ცხოვრების პირობებში, მაშინ როდესაც ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ყველას შეგვიძლია გავიგოთ ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მინუსები და პლუსები, მგონი აქვს უფლება ქალს თავად მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის და მისი შვილისათვის რა უმჯობესია და არავის არ გვაქვს იოტისოდენი უფლებაც კი რომ მას თუნდაც ფარულად შეცდომისაკენ მიუთითოს ... მე ასე მესმის ეს

დიახ, გასაგებია რომ საკეისრო კვეთა ოპერაციაა, მაგრამ თუნდაც 1% საფრთხე თუ არსებობს, არ უნდა გარისკო ... მე რომ მითხრეს, შესაძლო გართულებების შესახებ, პირველი რაც ვთქვი ის იყო, რომ თუ საჭიროა ყელიდან ფეხის ფრჩხილამდე გამჭერით, ოღონდ ის საფრთხეები ნამეშორებინა თავიდან ... და ვთვლი, რომ მართალი ვარ, გამოდით და ვინმემ მითხარით, რომ შევცდი

მე პირადად იდეალურად გადავიტანე საკეისრო, პირველ ადგომას თუ არ ჩავთვლით, რომელიც კოშმარია
მოდით ნუ დავიწყებთ ძებნას რა აქვს უკეთესი და უარესი ფიზიოლოგიურ მშობიარობასა და საკეისრო კვეთას, ვისაც როგორ მოუნდება ისე მოავლენს თავის შვილს ქვეყანას, ორივეს აქვს მინუსები და პლუსები ... ასე რომ ვსემ რელაქს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ

მიყვარხართ ყველა!