აგვისტოში ველოდები და ზამთარსა და გაზაფხულის პერიოდში მშობიარობაზე რომ ვფიქრობდი ძაან თავდაჯერებული და უშიშარი ვიყავი ^^
რაც ზაფხული მოვიდა და ეს დროც ისე მირბის ნელ-ნელა გული შემიტოკდება ხოლმე ^^ წარმოვიდგენ ხოლმე დეტალებს და ძაან დამჯერი პაციენტის როლი მაქვს
თავს ვაჯერებ რომ თუკი ვინმეს მარტივი მშობიარობა ქონია, მათ შორის ვიქნები მეც

(ორსულობა იდეალური მაქვს)
პირველი მშობიარობაა.
იმედი მაქვს გაუტკივარება ძალიან ეფექტური იქნება ჩემ შემთხვევაში
მშობიარობის წინა ვარჯიშებისა და სულიერი შემზადების თემა არ არსებობს?
ფსიქოლოგიურად ვამუშავებ თავს და ნუ რა თქმა უნდა, შიში მექნება სამშობიაროში რომ მივალ, მაგრამ არ მინდა რომ უაზრო პანიკა დამეწყოს და ძალიან
"ინტელიგენტურად" და ადეკვატურად მოვიქცე