აბა როგორ ხართ გოგოებო?
მე კუდუსუნი მაწუხებს ისევ, ნაკერი აღარ.
დღეს გამოგვწერეს და დედაჩემთან მოვედი 1-2 კვირა აქ ვიქნები. მომვლელი მჭირდება მე და მე რა ბავშვის მომვლელი ვარ

20 წუთი ვუნდები წამოდგომას. დაჯდომა არ შეიძლება ჯერ და რავიცი
ისე ნაკერი არაფერია ისეთი, როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს კუდუსუნის რო მკლავს. ლოგინში გადაბრუნება არის კოშმარი (ორსულობაში სიმფიზის გამო ვერ ვტრიალდებოდი, ეხლა კუდუსუნის გამო) გემრიელად ძილი მომენატრა

უბრალოდ ერთი ის მომენტი მაქვს რომ ქმარი მენატრება სიგიჟემდე. დედამისს ვერ ტოვებს ვერსად და აქ ვერ დარჩება შესაბამისად...
რამდენი მახსენდება, მეტირება. მგონი ვერ ვარ...
რძე მაქვს მაგრამ ვერ ქაჩავს ბავშვი და უჭირს. შესაბამისად მე ძუძუები მტკივა, ამას შია. განსაკუთრებით ღამის საათებში უჭირს წოვა ალბათ უფრო ეძინება. გუშინაც დაუმატეს ხელოვნური და ეხლაც ვაჭამე.

ხვალ გამოსაწველი უნდა ვიყიდო, იქნებ რძე არ მივარგა და მაგიტომ არ ყოფნის.