GvanTsa1212გეთანხმები 100%%. მიუხედავად ჩემი ნევროზოს პიკისა. ამდენი წლის წვალების. ნერვების თხრის და ა.შ. ყველაზე ბედნიერი ხანა მაქვს ეს 7 თვე (პირველ ტრიმესტრის მე2 თვემ ცოტა შემაშინა). ვტკ ები ჩემი მუცლით. ვიზუალით. შეგრძნებით რომ სიგნით ვიღაც ხვანძალებს. იმის შეგრძნებით რომ.ის ვიღაც მარტო ჩემია და სასტიკი ეგოისტი ვარ ამ დროს

). ბოლოს და ბოლოს ვტკბები ქუჩაში სიარულის დროს გამვლელების მზერით. ორსულების ნახვით. პატარა ბავშვების ნახვით (ჩემნაირები ადვილად გაიგებენ ამ შეგრძნებას). უკვე აღარ მეშინია მათი ნახვის, მეც მახარებს და მსიამოვნებს მათი ნახვა. მსიამივნებს პარკში დედები პატარა ბავშვებს რომ ეუბნებიან - შენნაირი პატარა ყავს მუცელშიო. ამ დროს კიდევ უფრო ვიაზრებ ჩემს სასწაულ მდგომარეობას. სარკეში ყურებით ვერ ვძღები. კიდევ რა ჩამოვთვალო არ ვიცი

ღმერთს იმ მადლობას ვერასოდეს გადავუხდი ამ ბედნიერებისთვის . უკვე შეგუებული რო ხარ იმ ფაქტს რომ მუცელი არასოდეს გამოგეწევა. შიგნით მოძრაობას ვერასოდეს იგრძნობ. თუ დედა გახდები ოდესმე, ალბათ გაზრდი ვინმეს (ეს აზრები 9 წლიანი უშედეგო და უდიაგნოზო მკურნალობის მერე იბადება).
3 კვირაში ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. 8 თვის წინ ხომ ვერც წარმოვიდგენდი ისე შეიცვალა. მას მერე თავს სხვანაირად ვუფრთხილდები სიარულის დროს. ქუჩაში გადასვლის დროს. კვების დროს. ტვ ყურების დროსაც კი. 3 კვირაში სულ ახალი ხანა დაიწყება.რომლის წარმოდგენაც არ შემიძლია ჯერ კიდევ. გულის ფანცქალით ველოდები ჩემში ამ რადიკალურ ცვლილებებს.
მგონი დაგღალეთ

)
ყველას მშვიდობიანი და ტკბილი.ორსულობა. ნევროზიანებო !!:)))) ყველანაირად ეცადეთ დატკბეთ ამ პერიოდოთ :** თაკა.თაკო :***
1 წერტილი მაინც რომ დამრჩენოდა გაყინული ალბათ რამოდენიმე თვეშოც კი გადავისკუპებდი, რომეს პერიოდი ხელახლა გამევლო

)
პ.ს. ბები ნოვას სილიკონი ვიყიდე მაინც.აფთიაქში. რა იცი და დამჭირდეს..მადლობა
This post has been edited by cash-cash on 27 Jun 2017, 12:24