გოგოებო მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. ალბათ იმათ უფრო გამოადგება ვისაც არარეგულარული თვიური აქვს
მარა მგონია რო სხვებსაც არ აწყენთ ამის ცოდნა
როგორც ყველამ ვიცით ცასახვა ხდება ოვულაციის დღეს. მე კი არარეგულარული თვიური მაქვს და რთული იქნებოდა ოვულაციის გამოთვლა თარიღებით
რუსული საიტები გადავატრიალე და მივადექი ბაზალური ტემპერატურით კონტროლს
მოკლედ რომ აღვწერო პრინციპი ერთია
როდესაც ციკლი წამოგივათ დაიწყეთ ბაზალური ტემპერატურის ზომვა, თავიდან მაღალი იქნება სადღაც 36,8 ან 36,9 ნელა-ნელა ჩამოვა და გახდება 36,5 - 36,7
ოვულაციის დღეს ტემპერატურა მკვეთრად ეცემა ცამოდის 36,2 ან 36.0 მდეც კი
ეს ნიშნავს რომ საჭირო მომენტი დადგა. ამ დღის შემდეგ ტემპერატურა ნელა-ნელა ზევით წავა ისევ
თუ მოხდა განაყოფიერება და იმპლანტირება ტემპერატურა ისევ მკვეთრად დაეცემა და მეორე დღეს ისევ ავარდნილი იქნება მაღალზე
თუკი მაღალი ტემპერათურა ნარჩუნდება 11-14 დღეზე მეტი თამამად შეგიძლიათ გაიკეთოთ ტესტი და 2 ზოლიც გამოჩნდება
მე ასე დავგეგმე და გავატრყი ორივეჯერ. პირველი სამწუხაროდ მომეშალა მაგრამ მაშინაც ასე ვგეგმავდი.
ტემპერატურის გაზომვის იდეალური დრო დილითაა როცა ორგანიზმი ახალი გაღვიძებულია და ჯერ არაფერი გაგვიკეთებია ანუ ორგანიზმი არ დატვირთულა რომ ტემპერატურა აწეულიყო
ჩემს გრაფიკს გადავუღებ მერე სურათს და გაჩვენებთ
This post has been edited by wuna on 6 Aug 2017, 13:38