ბოლო რამდენიმე გვერდი გადავიკითხე ახლა და საშინლად ავღელდი იმდენად ემოციური ვარ

და როგორ მესმის შენი წარმოვიდგინე ყველაფერი
adelineრაც შემეხება მე, ახლა მიწევს ნელნელა ამ საკითხებში გარკვევა და ექიმთან სიარულიც ახლახანს დავიწყე,
სადაც კი რამე წამიკითხავს და რამე გამიგია ამ თემაზე პირველს ყოველთვის ყველა ამბობს რომ მთავარია შინაგანი სიმშვიდე, სიწყნარე და რა თქმა უნდა: არა სტრესს!
ესაა მთავარი და ყველანაირად სულ ამას ვცდილობ მითუმეტეს რომ ზემოთაც დავწერე ზედმეტად ემოციური ვარ ზოგადად ცხოვრებაში, მაგრამ ამ საკითხს მაქსიმალურად სხვანაირად ვუდგები ჩათვალე ამაზე ვმუშაობ ჩემ თავთან

დანარჩენს ღმერთი და კარგი ექიმები მიხედავენ და დაგვეხმარებიან

რაც შეეხება შინაგან სიმშვიდეს კიდევ მგონია რომ ამითვის უმთავრესია საკითხი არ იყოს საჯარო (ვგულისხმობ რეალურ ცხოვრებაში და არა აქ) ანუ პრობლემის და საერთოდ ამ საკითხის შესახებ არ იცის არავინ ჩვენს გარშემო.(რა თქმა უნდა ჩემი მეუღლის გარდა) რაც მეხმარება ვიყო შინაგანად მშვიდად, არ ვიღებ არც უამრავ "კეთილ სურვილებს", არც შეცოდებას, არც თანაგრძნობას და არც რაც მთავარია უამრავ უაზრო შეკითხვას. დარწმუნებული ვარ მე რომ ამაზე ვიღებდე კითხვებს გარშემომყოფებისგან, სურვილებს და ა.შ შევიშლებოდი

ამიტომ მგონი კარგია არც არავის ვანერივულებ და არც მე ვნერვიულობ!
* * *
და კიდევ რაც შეეხება ინ-ვიტროს ბევრი თქვენი პოსტი წავიკითხე ზემოთ ამაზე, მაქვს სრული ინფორმაცია ამ საკითხზე, ჩემ შემთხვევაში არ არის ამაზე საუბარი უბრალოდ დამაინტერესა და მივიღე ინფორმაცია. ძალიან მახარებს როდესაც ვიგებ რომ ინ-ვიტროს საშუალებით ამდენი ადამიანი გაბედნიერდა

მაგრამ საპირისპირო აზრსაც აქვს არსებობის უფლება,
adelineს პოსტში წავიკითხე რომ მეუღლე წინააღმდეგია, სიმართლე გითხრათ იმის მიუხედავად რომ ჩემს შემთხვევაში ინ-ვიტროზე არ არის საუბარი, მიფიქრია როგორ მოვიქცევი წლები რომ გავიდეს და ორსულობა არ დადგეს მივმართავ თუ არა ამ მეთოდს, წინასწარ არავინ არაფერი იცის მაგრამ დღეს ვფიქრობ რომ არ მივმართავ, შვილის ყოლა არ ყოლა 100%ით ღმერთის ნება მგონია ამიტომ თუ საჭიროა ვთვლი რომ ისედაც ბუნებრივად დადგება ორსულობა თუ არადა რაც და როგორც იქნება იმ გზას გავყვები.. (აქ მაქსიმალურად 2 სიტყვით ვაფიქსირებ აზრს, რეალურად მაქვს უფრო ვრცელი მოსაზრება და არგუმენტები

) მაგრამ არის ერთი მომენტი სადაც არ მესმის რადიკალურად წინააღმდეგი მეუღლეების!! ეს არის ჩემი გარკვევით ჩამოყალიბებული მოსაზრება, მაგრამ არ (ვერ) ვიქნები რადიკალური არც ამ და არც სხვა საკითხში (რომელიც არ მეხება მარტო მე და ანალოგიურად ეხება მეუღლეს) უფლება არ გვაქვს ვიყოთ ასეთ დროს ესე რადიკალურები რა.. საჭირო რომ გახდეს და ჩემი მეუღლე ამის მომხრე იყოს, მითუმეტეს ვხედავდე მის მდგომარეობას მონდომებას და ა.შ მისთვის ინ-ვიტროს კი არა არვიცი ალბათ შეუძლებელს შევძლებ და რომელ ჩემს მოსაზრებებზეა საუბარი ალბათ კოსმოსში გავფრინდები საჭირო რომ გახდეს

ესე სტროგად და ცალსახად ალბათ მარტო იმ საკითხებს უნდა მივუდგეთ ზოგადად ცოხვრებაში რაც მარტო ჩვენ გვეხება, ოჯახში ეს დამოკიდებულება და მიდგომა არი ჩემი აზრით გაუმართლებელი გინდ ინ-ვიტროს ეხებოდეს საქმე და გინდ რამე სხვას..
This post has been edited by niako1990 on 13 Jul 2017, 18:36