ხშირად ვერ ვპოსტავ . უზომოდ მიხარია ყოველი ახალი დადებითი ხეგეს პასუხი. უპრობლმო ორსულობას , ბედნიერ და წარმატებულ დედობას გისურვებთ ყველას

)) ვინც ჯერ კიდევ მოლოდინშია- შემართებას, პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას და 9 თვეში პამპერსების ფრიალით სირბილს გისურვებთ

))))
რამდენიმე კითხვა მაქვს.. 4 წლის წინ გავიკეთე ინვიტრო და ბევრი რამ აღარ მახსოვს. რამოდენიმე კლინიკის ვებ, გვერდს გადავხედე და ყველა წერს რომ ყველაზე მაგარია

)) სექტემბერში ოსიძესთან ვაპირებ მსვლას, მაგრამ მაინც ვიქექები.. ანუ რამდენად ჩვეულებრივი და ყველა კლინიკაში ხელმისაწვდომი ანალიზები და პროცედურებია დღეს :
1. AOA მეთოდი. /კვერცხურედის ხელოვნური გააქტიურება/
2. PICSI მეთოდით სპერმის შერჩევა
3. ლაზერული Hatching
4. ემბრიონების ვირტიფიკაცია...
5. PGD გენეტიკური დიაგნოსტიკა
6. FISH დიაგნოსტიკა
7. ლაზეროთერაპია... ამ უკანასკნელზე იმდენ რამეს წერენ ცოტა არ მჯერა ეფექტურობის