გამოვაღწიე როგორც იქნა
მოკლედ, საკეისრო დამინიშნეს 27 ივლისს ...
ძალიან ვეცადე, რომ უფრო ადრე დამენიშნა, მაგრამ ადრეზე ვერ დავითანხმე

გვიანზეც უარი მტკიცეს ...
ანუ სანდროს დაბ დღეზე ვიქნები სამშობიაროში და ისე განვიცდი, არ ვიცი
მაგრამ სანდროს ნათლიები მიხედავენ და დიიდ, ფერად და დეაუვიწყარ დაბ დღეს გადაუხდიან
გესტაციური დდ 23 აგვისტო, შეიცვალა ფიტომეტრიული დდ-თი,
ამას - საკეისროს წინასწარი დღეები და 15 დღეში ბიჭს ჩავეხუტები

26 ივლისს უნდა მივიდე წინა საკეისრო კვლევებზე

და შემომთავაზეს თუ გინდა დარჩი 26-შივე და დაისვენეო. მაგრამ
მირჩევნია სახლში ვიყო ...
ფეტომეტრიით 35 კვირა და 4 დღეა ორსულობა, ბავშვის წონა 2793 გრ

ექიმის აზრით 3300 - 3500 დაიბადებაო

მოკლედ, გადავედი აქტიური მომზადების პროცესში

ნერვიულობაც დამეტყო

და სიას ვინ მიხედავთ?

სიტყვას ბანზე ნუ მიგდებთ