ნათია.0702არ გავიკეთე არც მე.
სადღაც 11 კვირაზე ვიყავი ექოზე, ექოსკოპისტმა ასაკი და ზომები შეიყვანა რაღაც პროგრამაში და დაბალი რისკიაო, თუ გინდა შენ გაიკეთე მაგრამ საჭიროება არ არისო. ქეთი ოსიძემ, პასუხის მიუხედავად მე მაინც გირჩევ რომ გაიკეთოო. მაინც ვერ მივხვდი რატომ მირჩევდა ოღონდ

მერე 12 კვირაზე მათითაშვილთანაც ვიყავი და ამანაც გაზომა ყველაფერი და ნორმააო. აღრიცხვის ექიმმა რომელიც ნაცნობია, არ გინდა ტესტიო ))) თუ შენ გინდა თვითონ, გაიკეთე, მაგრამ საჭირო არ არისო. ბოლოს თეოსთან ვიყავი და რა ქენი გაიკეთეო? მეთქი არ გამიკეთებია და ხო ეხლა უკვე გვიანიაო მითხრა, 13 კვირის ვარ. მოკლედ, ალბათ მართლა ძალიან ინდივიდუალურია და ვისაც დაბეჯითებით ეტყვიან გაიკეთეო, ან თვითონ ჩათვლის საჭიროდ, უნდა გაიკეთოს, მაგრამ მე არ ჩავთვალე საჭიროდ. ამდენი წვალების მერე, მაგ ტესტს ვეღარ მოვაშლევინებ ნერვებს.
ჰო, თეომ მერე სამმაგი რომ მოგიწევს თუ გინდა გაიკეთეო, აღრიცხვა მგონი აფინანსებს ნაწილს და ცოტას დამატება მოგიწევსო მაგრამ არც მაგის გაკეთებას ვაპირებ. აი ასე გავჯიუტდი

არ ვიცი რამდენად სწორი მიდგომაა ჩემი მხრიდან, არც ანალიზის ჩაბარებაა პრობლემა ზოგადად, ლამის ყოველ კვირა ვაბარებ ისედაც სისხლს )) მაგრამ აი არ მინდოდა ასე დაუსაბუთებლად მოთხოვნილი ანალიზის გაკეთებდა და მორჩა.
This post has been edited by Lemon Curd on 15 Jul 2017, 12:59