ბიჭო არის ძალიან საყვარელი. კნუტი. არანაირი შეშუპებული სახე. ისეთი დალაგებული ნაკვთები აქვს. თვალს ვერ ვწყვიტავ. თუმცა რომ გითხრათ დედობას მაგრძნობინებენო, მოგატყუებთ. 3 დღეა გადასხმების ნემსებინხან მარცხენა ხელში მაქვს გარჭობილი, ხან მარჯვენაში. ვერ ვხრიდი. განძრევა მიჭირდა გვერდიდან გვერდით. ბავშვი კალათით შემოგორდებოდა. ცოტა ხანი ერთად მივიძინებდით, გაყავდათ. ნემსებს მირჭობენ ანტიბიოტიკებს. მუცლის შებერილობამ მომსპო.გუშინ ნახშირები დავლიე. ცოტა ვიარე და მთელი ღამე ბუყბუყებდა მუცელი და ისე მტკიოდა, მაღვიძებდა ტკივილი. დღეს ოყნა უნდა დამარჭონ

(( ეს რა ყოფილა. ზოგადით საკეისრო არ მომეწონა.მაგრამ მეორედაც როცა დამჭირდება (ღმერთმა ქნას დამჭირდეს) იგივე გზა უნდა გავიარო.
ეხოზე მნახეს და კარგად მიდის შეკუმშვაო. ჭრილობაც კაიაო. დღეს უნდა მომიყვანონ გვნიან საჭმელად. ცოტა ზარმაცობს სოსკითაცო და ისე გაუჭირდებაო, მეთქი არაუშავს. ისწავლისთქო. მასაჟისტი მომიუვანეს დღეს. გასახსნელად. სიცხემ მომცა. უკვე მიდგება.იმდენი ხსენი დავღვარეთ, სულ ენანებოდა, მაგრამ არ შეიძლებაო ამის მიცემაო.წამლიაიაო

(
დღეს უფრო ფეხზე ვარ. გუშინ უფრო საღამოსკენ გამოვფხიზლდი.თუმცა ადგომა არ გამჭირვებია და არც მუცელზე წოლაც. ეს ბანდაჟი ძაან მშველის. მუცელი მკვრივად მაზის სხეულზე და აკეთე რაც გინდა.
მაგრამ სულ ძილ ბურანში ვარ. დილის 4დან მეღვიძება ხოლმე და ერთინსული მაქვს 6ის ნახევარი როდის მოვა, ბავშვი როშემომიყვანონ.
ასეთ დღეში ვარ.
როდის მოვა ორშაბათი, სახლში მინდა ჩემს გემოზე

((((