pepi grdzelicindaროგორ ხარ? კიდევ გაქვს წნევები?
მაღალი წნევა მართლა საშიშია და აკონტროლე იცოდე. მე როგორც კი ვიგრძნობ რომ გული მიჩქარდება ან ჰაერი არ მყოფნის ეგრევე ვისინჯავ ხოლმე, მაგრამ 90/60-ს ზევით არ ადის მაინც.
მაღალი არტერიული წნევა ძალიან საშიშია და ტყუილად არ გაგიშვეს სოსოსთან, მიხედავენ ჰერაში ყველაფერს.
მე ისე ჰაერის უკმარისობა დამეწყო და მაგნე ბ6 დალევა გავაგრძელე და რა შედარებაა..
მიშველა ძალიან, შენც არ შეწყვიტო
კოჭების შეშუპრების გამო დაგინიშნეს ფრაქსიპარინი?
მეც მიშუპდებოდა, მაგრამ კოაგულოგრამა იმდენად ნორმაში იყო რომ კარდიომაგნილიც მომიხსნეს..
cash-cashაბა როგორ ხართ შენ და ბიჭუნა?
მიხარია კარგად რომ ჩაიარა ყველაფერმა.. რძე არ გაიშრო, თუ არ ჭამა გამოსაწველი იყიდე და ბოთლით შენი რძე აჭამე მაინც.
როდის გწერენ?
papalaარ ინერვიულო გთხოვ, კარგად იქნება ყველაფერი!
აუცილებლად დაწერე თუ რამე სიახლე იქნება, ძალიან გგულშემატკივრობთ აქ, შენი პატარა იყოჩაღებს და ძალიან მალე ჩაგეხუტება.

****
მე ძალიან უცნაური რაღაც მჭირს მეოთხე დღეა.
დილით რომ ვიღვიძებ ხელის თითები მტკივა, შეშუპებული მაქვს ცოტა, მაგრამ საგანგაშოდ არა.
გუშინ მარცხენა თითის არათითი ისე მტკიოდა, რომ მოხრილი მდგომარეობიდან ვერ ვშლიდი დამოუკიდებლად, მეკრუნჩხებოდა.
ბოთლის თავსახურსაც ვერ ვხსნი დისკომფორტის გარეშე. გქონიათ ვინმეს ესეთი რამე ორსულობის დროს?
ძილით ხომ კომფორტულად საერთოდ ვეღარ მძინავს.
მესამე ტრიმესტრი აშკარად ყველაზე რთული იქნება ვატყობ აქედანვე
This post has been edited by SRB100 on 24 Jul 2017, 09:49