pepi grdzelicindaუი, რა კარგია რომ მითხარი, მე სექტემბერში ვაპირებდი მისვლას.
ანუ აგვისტოში გადავბარგდები. ძალიან კარგია თუ ეგეთი მშვიდია და დეტალურად გიხსნის ყველაფერს. უჟმური მეანის თავი არ მაქვს ნამდვილად
ფასი კი არის ძვირი, მაგრამ მიღირს, თან პროვაიდერია და აანაზღაურებს დაზღევა მგონი უპრობლემოდ.
დღეს შარდი ჩავაბარე, თუ ნორმაში იქნება ცილებიო მაშინ კოაგულოგრამა და დ დიმერი უნდა ჩავაბარო მეც.
წნევას ვიზომავ დღეში სამჯერ, დღეს დილით 85 მქონდა საერთოდ. ყავას რომ ვსვამ მერე ვიყურები ცოტა თვალებში.
მაღალი წნევის ნიშან-წყალი არ მქონია საერთოდ.
ფეხებიც დამცხრალი მქონდა დილით, მაგრამ ხელის თითები ისევ ისე მაქვს. მოკეცვის დროსაც მტკივა და შეშუპებულია.
ბეიბი სენთრის აპლიკაციაში ვიპოვე ეს სტატია, შესიება იწვევს ამ ტკივილს და კომპიუტერთან ბეჭდვა დიდი ხნის განმავლობაში შესიებული თითებით.
როგორც წესი გაივლის ბავშვის გაჩენის მერეო.
https://www.babycentre.co.uk/a234/carpal-tu...me-in-pregnancyდღეს ბიულეტინი გავხსენი ერთი კვირით და ერთი პრობლემაც დამემატა

ძალიან მუქი ფერის განავალი მაქვს, თითქმის შავი ფერის უკვე მეორე დღეა.
ტკივილი და დისკომფორტი არ მაქვს, დღეში ერთხელ მაქვს კუჭის მოქმედება ჩვეულებრივად, მაგრამ ფერი არ მომწონს.
ხომ არ იცით რა იწვევს? მუქი ფერის საჭმელი ან კენკრა არ მიჭამია, რომ მას გამოეწვია. და როდიდან ავტეხო განგაში? თუ დაველოდო ცოტა ხანი კიდე?