Pakusaგილოცაავ, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გოგო გაგიზარდოს!
GvanTsa1212გვანცაა, გილოცააავ. ამ დღეებში რამდენი იმედის კლინიკას ავუარ-ჩავუარე სულ შენ მახსენდები.
მშვენიერი წონისაა ნიკოლა, თავის დროზე რომ დაბადებულიყო წარმომიდგენია რა გოლიათი იქნებოდა

ჯანრმთელი იყოს რაც მთავარია და ბედნიერი.. სახელი ძალიან მომეწონა

))
დილით აღარ მქონია სიცხე. აშკარად, ორგანიზმის რეაქცია იყო კონდინციონერზე.
მაგრამ ამ სიცხეებს და უჰაერობას ვერაფერს ვუხერხებ, ძალიან მინდა 2 კვირაც აქეთ ვიყო და მერე გავიდე შვებულებაში, რომ მერე პირდაპირ დეკრეტი მივაბა.
არადა ღამეები არ მძინავს, გუშინაც დილის 6მდე ვერ დავიძინე, მერე სანამ მზე ამოვიდოდა პარკში გავქანდი შედარებით სიგრილე იყო და ვიჯექი იქ 8 საათამდე.
8ზე მოვედი და მეძინა 12მდე.. სულ ვწრიალებ, სიცხეს ვერ ვიტან საერთოდ სიცივე მირჩევნია და ამ ორსულობაში ხომ საერთოდ მემგონი ორმაგად და სამმაგად მცხელა. ეს ბალიშები ხო საერთოდ სად ვისროლო აღარ ვიცი, ბალიშების ციხე სიმაგრეში მძინავს, გადავაგდებ და მერე ძვლების ტკივილი მკლავს დილაობით. მოკლედ, ზაფხულში ორსულობა არ ყოფილა მთლად დიდი შვება.
რა მაინტერესებს იცით? მარცხენა მხარეს გძინავთ ყველას?
აშკარად ვერ ვისვენებ მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარეს თუ ჩამეძინება და საშიშია?
ჰაერი კარგად მიეწოდება ბავშვს მარჯვენა მხარეს წოლის დროს? ძაან მაფიქრებს ეგ ამბავი..