takotatuli1989აუ ჩვენთანაც ისეთი მოლოდინის რეჟიმია, რომ უკვე მეშინია სერიოზულად

ვინ აღარ რეკავს უკვე რამე ხომ არაა ახალიო.. შიშები დამეწყო, არ მიყვარს ზედმეტი ყურადღება ხო იცი, მგონია ბავშვი ითვალება ან რამე ეგეთი

ღამე ისეთი სიზმრები მესიზმრება აზრი ვერ გამომაქვს, მერე გაღვიძებულზე ვფიქრობ ნეტა ორი ფეხი ექნება, სმენა როგორ ექნება, მხედველობა, პლაცენტა ძაან ხო არ გადამწიფდა და ათას სისულელეზე მეფიქრება.. გავაფრენ მგონი მალე

))
შენს სიმფიზიტს რაც შეეხება გადაიმოწმე 38 კვირაზე აუცილებლად და თუ მომატებულია არ გარისკო რაა...
რომც გითხრას არაა ჩვენებაო, მოითხოვე, მერე მართლა საპრობლემო არ გახდეს.
Tamara1988ისე მალე მოვა თებერვალი ვერც გაიგებ.
გუშინდელივით მახსოვს ჩემი ხეგეს პასუხი და აგერ მეორე ვარ სიაში

))
ეხლა რაზე ვნერვიულობ, ძაან წეწვაა ჰერაშიო ადგილებზე და რა გავაკეთო მირჩიეთ რაა..
სხვასთან ერთად არ შევალ გამორიცხულია ნაკეისრალი, სოსომ კი მითხრა დამირეკე სამი დღით ადრე და თუ იქნა შესაძლებლობა დავჯავშნითო, მაგრამ რომ არ იყოს ადგილი? ჩემმა თანამშრომელმა გააჩინა გუშინ და ისეთი ამბავია ადგილებზე გაგიჟდებიო მომწერა და როგორ მოვითხოვო მკაცრად, რომ მინდა ლუქსი და ღამე მეუღლის დატოვება? ისე, ამდენი ხალხი დადის და ვერ გაფართოვდებიან, მიკუჭულები რომ არიან ერთ სართულზე?