taka26tamu_tamunaნევროზია მაგი გოგოებო 

 იპოვეთ ამყოლები და აკეთეთ რაც გიყვართ ის საქმე... თანდათან უფრო მეტს შეძლებთ... 
ხერხემალზე და თირკმლზე პრობლემით ვარ... დალხენილი ორსულობა არ მიწერია 

 თუმცა ანალიზები ნორმაშია და საშიში არაფერია, მაგრამ ტკივილები არ მაკლია 

ამის მიუხედავად 9 თვე ვმუშაობდი (თბილისიდან გორში); + რემონტი გვქონდა და არცერთხელ გამიშვია ჩემი ქმარი საყიდლებზე მარტო, არ მომეწონება შენი შერჩეული შპალერი და იატაკი თქო 

, დამიჯერეთ, როცა სახლში ვიყავი, უფრო ცუდად ვგრძნობდი თAვს, ვიდრე ასე გადაღლილი...  ვყვებოდი ნერვებს, ვფიქრობდი ტკივილზე... დაივიწყეთ რომ ორსულად ხართ, იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით და არც შიშის და არც ნერვიულობის დრო არ გექნებათ!
ეხლა მეორეზე ცოტა შემაშინა, 6 კვირაზე ექმითან რომ მივედი, არ ბრძანდებოდა წესიერად მიმაგრებული, ჰემატომა მქონდა ნაყოფზე დიდი. მეხვეწა ექიმი, ბიულეტენს გაგიხსნიო. მეთქი რა ბიულეტენი, ყველაზე დაძაბული კვირა მაქვს სამსახურში, მთელი წლის ნაშრომი წყალში ჩამეყრება... წავედი ჩემი შვილიანად ქარელში და იქიდან დავდიოდი გორში(უფრო ახლოას პრინციპით, თან იქ უფრო გრილა). ბავშვი არ აიყვანოო, როგორ არ ავიყვანო ხელში 1 წლის ბავშვი, რა გავაგებინო? მშვენივრად გაიწოვა ის ჰემატომაც. 12 კვირაზე იდეალურად მქონდა ყველაფერი... ასე რომ არ ღირს ორსულობის გამო ცხოვრების წესის შეცვლა. რაც მეტს ინერვიულებ, უფრო ფუჭდება ყველაფერი. 
მიყევით ექიმის დანიშნულებას, მაგრამ სულ ამ ორსულობაზეც ნუ იფიქრებთ რა, თავს მიხედეთ, მერე შვილი უკაცრავად და ტუალეტში შესვლას არ დაგაცდით თქვენს გემოზე, მოასწარით გართობა, სანამ  დრო გაქვთ 
