გამარჯობა გოგოებო, ჩვენ სახლში ვართ ორი დღეა და მეორე დღიდან უკვე რეჟიმში ვართ. ზუსტად 3 საათში ერთხელ იღვიძებს და ვაჭმევ ძუძუს, წუხელ 9 საათი მოვასწარი ძილი

) მაგრამ პირველ ღამეს ძააან დავიღალეთ, მკერდი გამიმაგრდა და ძაან წვალობდა ბაია, დილით 9 საათზე ჩემმა ქმარმა მამიდამისი დამაყენა, მასაჟები სცოდნია , რაც მე ის ქალი ვლოცე!! აიძროხას რო წველიან ისეთი ხმა ქონდა, ორი დიდი პილიონკა დავასველე ხსენით

( უბრალოდ ამ ქალს ფეხი ტკივა და იღლება ჯდომით თორე რეკომენდაციას გავუწევდი. ჩემი რჩევა იქნება მასაჟისტი იქამდე შეითანხმოთ.
კიდევ ერთი რჩევა: არ დაიჯეროთ რო წოვა ყველა ახალშობილმა იცის! არაფერიც არ იციან, ზუსტად 3 საათი ვამეცადინე

) და ისწავლა, მერე კარგად ჭამდა , უბრალოდ კვება არავინ გამაფრთხილა რო უნდა გამეკონტროლებინა და იქ სამშობიაროში ოთხივე ჯერზე ჩაი ან კომპოტი იყო და წყალსაც ბევრს ვსვამდი, ამან უკბე სახში მეოთხე დღეს გაოიწვია პრობლემა..
ეხლა რაც შეეხება ჰერას: თუ კიდევ ღმერთის ნებით დავორსულდები რამენაირად, რაც ძაან გვინდა უკვე ჩვენი ბაიას შემხედვარე, ჰერაში ნამდვილად აღარ წავალ. მარტო სოსო ღოღობერიძეა იქ გულისხმიერი, ერთი ძიძა გოგო, რომელიც დაუზარელად უცვლის პატარებს და ერთი პედიატრი ქალი რომელის გვარიცა რ ვიცი სამწუხაროდ, თავზე ედგა ძიძას სანამ
ჩემს ბიჭს კანი არ დაუმუშავეს,სიწითლეები ჰქონდა თავიდდაბ, ე.წ ერითემა, არასტერილურ გარემოში რომ ხვდებიან ემართებათ ხშირადო, მერე მივხვდი რატომაც ედგა თავზე, ისე არ ამუშავებდნენ ისე როგორც საჭირო
იყო.
ჯერ ერთი, შემიყვანეს საოპერაციოში , გამიკეთეს სპინალური და უკვე მზად ვიყავი სოსო შემოვიდა და ხო დავაბარეო რო
ჯერ არ დაიწყოთო, ვისდ ააბარა არ ვიცი,იქამდე არავინ მოსულა დაიკიდეს, ვიღაც გოგო გაიჭინთა ამასობაში და სოსო იმასთან წავიდა , პერიოდულად შემოდიოდა ექთანი და ამბობდა იქით რა ხდებოდა, გავიდა 1 საათი ზუსტად რაც მე კაიფში ვიყავი , ერთხელ წნევა დამივარდა ჟანგბადი მასუნთქეს, ატროპინი გაუკეთეთო მესმოდა, ვეღარ ვსუმთქავდი..
როგორც იქნა შემოვიდა სოსო, ზუსტად 7 წუთში მომილოცეს, მერე ბავშვი შემომიყვანეს მაკოცნინეს, გავგიჟდი სიხარულისგან და წაუყვანეს მამიკოს. მერე გამკერეეს, კიხე დამივარდა წნევა, თავი ამიწოეს დაარეგულირეს და დაამთავრეს

გამიყვანეს ი
ტენსიურში, იქ დიდხანს მომიწია ყურყუტი 3 საათამდე რადგან ერთიანი პალატა ავირჩიე და მანქანას ელოდებოდა ვინც იქ იწვა ის.
მერე ამტკივდა მუცელი და გამიკეთეს მორფი კუნთში, ტკივილი დიდად არ გამიყუჩა პროსტა განგრეულ კაიფში ვიყავი და მეკიდა.
როგორც იქნა გადამიყვანეს პალატაში მომიყვანეს ბაია, მეუღლე შემოვოდა ძაან მაგარი წუთები იყო,მეუღლე ტიროდა მე -კაიფში

მითხრეს რო ჯერ არ შია ბავშვს და დარეკე და შემვალთ გასწავლითო როგორ უნდა აჭამოო. კაი მეთქი..
ამასობაში ტელეფონი რეკავდა გაუჩერებლად, მოდიოდა მესენჯერში წერილები, ჩემი 3 ჯი მქონდა თორემ ვაიფაი არაა იქ! ჰოდა დაჯდა ტელეფონი, ვეძებეთ შტეფსელი, საწოლთან არ იყო, ოთახში რომელიც არის ერთსაწოლიანი და ღირდა 1200 ლარი სულ იყო 4 შტეფსელი, ერთი იყო ტელევიზორის , საწოლის ფეხებთან, მეორე კონდიციონერთან , ჭერიდა. ერთი მეტრით დაბლა, მსამე შეერთებული იყო საწოლუს პულტი და ეგეც იყო 3 მეტრით იქით მეორე კედელზე, და მეოთხე იყო ფანჯრის თავზე სადაც წესით კარნიზებს ამაგრებენ ხოლმე. მე ნაკეისრალი ვარ და არ შეიძლება ადგომა მეორე დილამდე, ტელეფონის დატვირთვა მოვახერხე სანამ
მეუღლე იყო კონდიციონერის შტეფსელში. მაგრამალევე დაჯდა.
ამასობაში ვურეკავ ბავშვების ექთანს რო შემოვიდეს და მასწავლოს როგორ ვაჭამო ბავშვს, 2 საათის განმავლობაში დავრეკე საჯერ და ბოლოს სანამ მკაცრად არ ველაპარაკე არ შემოვიდა. ვერაფერი მასწავლა და წავიდა, ბავშვს ჩვენ მივხედავთ შენ დაისვენე ხელივნურს მივხემთ ამაღამო, შენ მაინც ვერ დაიტოვებო.
შემოვიდა სანიტარი და გამოწმინდა პალატა, დამაგრძელებელი მომიტანეთ მეთქი არ გვაქც
ვსო, მაშინ მიმაგორეთ საწოლიანად მეორე კედელთან რო მივწვდე შტეფსელს თქო, იჩალიჩა ვერ მიმწია, ვერაო, დარეკე და მოგაწვდიანო ტელეფონს, ეს იქ დარეკეო ორის საათირ ო აარ შემოდიოდნენ.
და გადამეკეტა თან ხო გახსოვთ ისევ კაიფში ვარ, და გავჭედე! მაგრად ვიჩხუბე რა იმის ბრალი იყო, მარა მეტი გზა არ იყო! ჩემებმა ვერ უნდა გაიგონ როგორ ვარ მეთქი! ტელეფონი რო გამოირთოს პანიკა ატყდება მეთქი, კარადის თავზე რეკავდა ვეი ტელ, იმიტორ ო ვერ დებდნენ დაბლა შეერთებული რო იყო..
მერე შემოვარდა ექთანი რა ხდებაო რატო ბრაზობო , იმას ცალკე გავუჭედე

მეორე დღეს მოვიდა მეუღლე მომიტანა დამაგრძელებელი

) მერე ამაყენეს და ცოტა ამოვისუნთქე, რაც მინდოდა ვაკეთებდი, ბავშვი იმ დღიდან სულ მე მყავდა და კარგად გავატარრეთ დრო
* * *
და კიდევ ტუალეტი იყო აყროლებული, ეგეც წამოსვლისას ვუთხარი ვიღაც ქალი დამადგა როგორი კმაყოფილი ხართო და აყროლებულია ტუალეტი მექთქი და უიო კანალიზაციის პრობლემააო ამ სართულზეო. ნუ რა თქმა უნდა შტეფსელებიც მივაძახე და თავის დროზე რო არ შემოდიან რო ურეკავ ექთნები.
მოკლედ ესე იყო ჰერას ამბები, მაგრამ იმ დიდდ სიხარულს ამუარყოფითმა გამოცდილებამ ვერაფერი დააკლო

) წარმატებებს გისურვებთ ყველას :***