არც ერთი წამით არ დანებდეთ გოგოებო, ბედნიერებისგან გამოფხიზლება დღემდე მიჭირს.
საოცარი შეგრძნებაა, საოცარი. რომ მიღიმის საერთოდ ჭკუიდან ვიშლები.
ცოტა გიჟი დედა ვარ, სულ ვამოწმებ ხომ სუნთქავს, გუშინ სასეირნოდ მყავდა და 4 საათი გადაბმულად ეძინა და კინაღამ გავგიჟდი მეგონა რაღაც ჭირდა

)) მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ წინ გაქვთ ეს ბედნეირება და არ ჩამოყაროთ ყურები. საკუთარ თავში იპოვეთ ძალა, რწმენა და იმედი და ყველაფერი გამოვა.
თუ ჩემი რჩევა რამეში გამოგადგებათ გეტყვით, რომ სიმშვიდის შენარჩუნება ყველაზე მთავარი მგონია.
ტესტიც ხეგეს წინა დღეს გავიკეთე, იმდენად არ მინდოდა ჩემი თავი დამეთრგუნა.
ბოლომდე ისიამოვნეთ ამ პროცესით, მე დავდიოდი ველაპარაკებოდი გადატანის მერე. ისიც მაბედნეირებდა რომ ჩემთან იყო ის დღეები თუნდაც არ მომხდარიყო მიმაგრება. თქვენც იგივეს გირჩევთ, შედეგზე ნაკლები იფიქრეთ და ყველაფერი გამოვა <3
განსაკუთრებულად მიყვარს ეს თემა.
იათო, გელოდებით.
This post has been edited by SRB100 on 5 Dec 2017, 09:32