კულას წვენებს არ გაეკაროთ გოგოებო
ნუ არ ვიცი მაღაზიამ ხო არ დაარღვია-მეთქი შენახვის წესები ვიფიქრე, გუშინ ვიყიდე ატმის წვენი, 1 ყლუპი დავლიე და ეგრევე გადავასხი გემო არ მომეწონა.
მთელი ღამე ხო გავათენე, მოვლითი ტკივილები მქონდა ისეთი კედლებზე გამიყვანა, მთელი დღე დღესაც ეგრე ვარ. კენჭის გავლის დროს არ მქონია ასეთი ტკივილი, მთელ წელს და მუცელს მისერავს.
ისიც კი ვიფიქრე სამშობიარო ტკივილები ხო არაა-მეთქი, გინეკოლოგს დავურეკე მაინც წადიო გაგუაში გაესინჯეო. გადავრჩი, არც გახსნილია ყელი და ბაოც კარგადაა.
ყელის შემოწმების მეშინოდა და არ აღმოჩნდა არაფერი ისეთი

ეს ერთი კარგი ამბავია.
ძაან მომეწონა ახალი შენობა, პირველად ვიყავი, ეხოზეც უპრობლემოდ შევედი, საკმაოდ მოწესრიგებული აქვთ ყველაფერი. პერსონალიც ძალიან ყურადღებიანი იყო, დამაზღნარეს, მეფერნენ და ისე გამომიშვეს. თუ გეშინია დარჩი ცოტა ხანი დაგაკვირდებით თუ გინდაო, მეთქი არ მინდა.
ეხოზე ალექსანდრე გვასალიასთან ვიყავი შესული და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ყურადღებიანი ძალიან და ყველაფერს დეტალურად მიხსნიდა.
იქნებ გამოგადგეთ ეს ინფოც ვინმეს.
საკეისროს 39-ე კვირაზე ვგეგმავთო, ბუნებრივ ვადაზე 1 კვირით ადრეო. მივალ იმ კვირაში ავიყვან ექიმს.