xatatulaკი ცხელ წყალშიც ვდგამ და მიკროტალღურშიც ვათბობ, 25 წამი საკმარისია 120 გრამზე.
ოღონდ მიკროტალღურიდან გამოღების მერე კარგად შეანჯღრიე, რომ სითბო თანაბრად გადანაწილდეს და ხელზე მოისინჯე სანამ აჭმევ.
თუ მიკროტალღურის წინააღმდეგი ხარ ცხელ წყალში ჩადგი მაშინ და გათბება უცებ. ან შეგიძლია ბოთლის გამათბობელი იყიდო.
თუმცა, მე არ ვთვლი რომ მიკროტალღური მავნეა და გამოსხივება აქ და რაღაცეები. ყოველშემთხვევაში იქ გათბობილი საჭმელი არ სხივდება ნამდვილად.
ეგ კი არა ამას წინათ ვკითხულობდი სტატიას, ქვაბით საჭმლის გაცხელება გაცილებით მავნეა ჯანმრთელობისთვის. იმიტომ რომ კერძი მთლიანად რომ ცხელდება მავნე ნივთიერებები გამოიყოფაო. ან პატარა ქვაბში ამოიღეთ ის ულუფა რაც უნდა ჭამოთ და ის გაათბეთო ან არადა მიკროტალღურში გაათბეთ თეფშითო.
აქ ჩამქოლეს ლამის რომ ვთქვი მიკროტალღურში ვუთბობთქო, მაგრამ რავიცი არავიზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილი და რამდენი რამე გადავიტანე რომ შვილი მყოლოდა კი იციან აქ გოგოებმა. მოკლედ ეგეც გემოვნების ამბავია

გარეთ რომ გამყავს მიმაქვს ადუღებული წყალი თერმოსით და ჩვეულებრივი სნოს წყალი.
ჯერ წყლის ტემპერატურას ვაყენებ, მაგალითად 120 გრამზე 80 გრამი ცივი წყალი უნდა და 40 გრამი ადუღებული და მერე ვყრი ფორმულას.