Dark_Skyეკაეკატერინენუ გეშინიათ

ფაჩუნობს. მასე ვიყავი დაშინებული და ჩასაფრებული პირველზე

ჯერ ძალიან პატარაა. წონაც ხომ უნდა ჰქონდეს რაღაცა, აშვილოსნოს კედელს რომ დაეჯახება, რომ იგრძნოთ? ბავშვი სადღაც 13-14 კვირიდან უკვე მოძრაობს საშვილოსნოში, მაგრამ ეს ბიძგები იმდენად სუსტია, რომ თუ ძალიან არ დააკვირდი, ვერ გრძნობ. თანაც მე ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რომ ბავშვი იყო

სადღაც 22 კვირის ან შეიძლება მეტისაც ვიყავი, ეს ფაჩუნი რომ ძლიერ დარტყმად გადაიქცა და მივხვდი, რომ ის ფაჩუნიც ზუსტად იგივე იყო, ოღონდ უფრო სუსტი

თანაც მარტო ბავშვის წონაზეც არაა. საშვილოსნო რამდენადაა დაჭიმული, მაგასაც აქვს მნიშვნელობა. 32 კვირის ვარ ეხლა და ძალიან თუ ვიტვირთები დღის განმავლობაში, საერთოდ ვეღარ ვგრძნობ ბავშვს. იმდენად იჭიმება საშვილოსნოს კედელი, რომ ბრახუნი აღარ იგრძნობა. სახლში თუ ვარ და ვისვენებ, მთელი დღე ვგრძნობ როგორ მოძრაობს.
This post has been edited by .ნინო on 23 Jan 2018, 14:35