saloo.meeმიხვალ

)) თან ისე გაირბენს დროო

)
რო ვუფიქრდები და ვიხსენებ ჯერ გიჟივით ტესტებს ვიკეთებდი ორსულად ვარ უეჭველითქო და მართლა შეიშალეო ჩემი ქმარი მეუბნებოდა ტესტზე ოდნავ ღია ფერის ზოლს ვხედავდი
მერე კი გამუქდა დროსთან ერთად და ამანაც დაიჯერა რო მართლა ორსულად ვარ
მერე ვნატრობდი ოღონდ არ მომეშალოს წინასავითთქო, გულისცემის მოსასმენად მართლა გულისფანცქალით მივედი 5 კვირის და 2 დღის ვიყავი რო მოვისმინეთ
მერე ჰემატომა აღმომაჩნა - სანამ გაიწოვა ცალკე ვნერვიულობდი მაგაზე
მერე ვნატრობდი აი 13 კვირა გავიდეს მშვიდად ვიქნები ყველაზე რთული პერიოდი ეგაათქო
მერე ვფიქრობდი როდის აბრახუნდებათქო
მერე აბრახუნდა და "გუშინ როგორ ბრახუნობდა და დღეს რა ჭირს ნეტა რატოა გატრუნული?"
მერე მეშინოდა ნაადრევად არ გავაჩინოთქო. 7 თვემდე მაინც მივიდეთთქო და აჰა ქე მივედით
ახლა იმაზე ვდარდობ არ მაქვს ტანსაცმლის გარდა არაფერი ნაყიდი (ისიც 1-3 თვემდე ასაკის ტანსაცმელია) არც საწოლი არც კალიასკა დანარჩენზე რო არაფერი ვთქვათ
თვითონ მშობიარობაზე სულ არ განვიცდი. გავაჩენ აბა რას ვიზავთქო ასე მეფიქრება. აბა მუცელში ჰო ვერ დავიტოვებ არათქო?!