tweety86ვაიმე

მე მარტო დილაობით მერეოდა გული. დაჟე რას ვაკეთებდი იცი? 1 ჭიქა წყალს დავლევდი და ეგრევე ამომქონდა კუჭის წვენიანად და მერე მშვიდად ვჭამდი საუზმეს
რაღაც პერიოდში საღამოობითაც დამეწყო მარა მე16 კვირისკენ გადამიარა. 6 კვირისას დამეწყო.
saloo.meeჰო ვისაც მოშლა გვაქვს ანამნეზში უფრო ვნერვიულობთ. სხვა ორსულებთან შედარებით
კისრის ნაოჭზე არ მინერვიულია სიმართლე გითხრა და არც შენ ინერვიულო თუ გვარში არ გაქვს მსგავსი დარღვევები.
მე ის უფრო მაფიქრებდა რო ჩემს ქმარს ტყუპები აქვს ჯიშში. პირველ ეხოზე მითხრეს შეიძლება ტყუპებიაო და მეთქი OH HELL NO!!!! :O ტყუპებს მე ვერ გადავიტანდი უეჭველი ვიცი
ჰოდა ძალიან მყარი და ძალიან გაწონასწორებული ვიყავი ამ ორსულობისთვის.
თან არ ვიცი ვინმეს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს მარა... მყავდა სასწაული ქალი, ბებიაჩემი. რომელიც აი არ ვიცი საუკეთესო ადამიანია ჩემს ცხოვრებაში.
კიბოთი გარდაიცვალა ისე რომ ვერც ჩემი საქმრო ვერ გაიცნო ვერც ჩემი ორსულობა ნახა. მარა სულ მეუბნებოდა რაც არ უნდა მოხდეს ვინც არ უნდა შეგხვდეს თუ არ აგეწყობა ცხოვრება მოდი ჩემთან და მე გაგაზრდევინებ ბავშვს არ იდარდოო. ისედაც და ასედაც ბავშვის გაზრდაში მე მოგეხმარებიო
აბსოლუტურად ყველანაირად მხარში მედგებოდა ვიცოდი ყოველთვის, იმაზე მეტად ვიდრე დედაჩემი. და რო გავიგე ორსულობა ბებიაჩემის სულს შევთხოვე ჰო დამპირდი და მომეშველე ნუ დამტოვებ ისეთქო და აი უკვე ლამის გავედით ბოლოში.
ეკაეკატერინეაუ აუ თავიდან იცი როგორი შეგრძნება მქონდა? აი თვალი რო თამაშს დაგიწყებს აი მასეთი გატოკებასავით გრძნობ ბოქვენის ძვალთან ჭიპს ქვემოთ
მერე ნელა ნელა იწყებს ბრახუნს და ისეთი გრძნობაა თითქოს საპნის ბუშტები სკდებიან. ან თითქოს სქელი თათარა ან ღომი რო ბუყბუყებს აი ეგეთი ბუშტებია
This post has been edited by wuna on 23 Jan 2018, 17:31