მოგწერ მაინც, იქნებ გამოგადგეს ჩემი გამოცდილება, სულ ახლახანს გამოვიარე

როგორც გავარკვიე, მშობიარობის დაწყების სიმპტომები სხვადასხვანაირი ყოფილა, გეტყვი მე როგორ დამეწყო და აბა დააკვირდი შენც:
ღამით გამაღვიძა წელის ტკივილმა, აი გამკრა ტკივილმა ძლიერად და მერე გამიარა. დილით რომ გავიღვიძე, ისევ დამეწყო წელის ტკივილი, ვამსგავსებდი ციკლის ტკივილს, მაგრამ მუცელი არ მტკიოდა, მარტო წელი აი სად იცი, კუდუსუნთან დაახლოებით. ამასთან ერთად მუცელი მეკუმშებოდა პერიოდულად, ბრექსტონებივით, მაგრამ უფრო მტკივნეულად.
როგორც ექიმმა მითხრა, მშობიარობამდე 2 კვირით ადრეც იცის ტკივილი, დისკომფორტი, მაგრამ ნუ მე ეგ არ მქონია და პირდაპირ მშობიარობა გამოდგა ჩემს შემთხვევაში.
შენთან შეიძლება ჯერ არ არის, მაგრამ დააკვირდი მაინც.