ნათია.0702მუცელი როცა აწუხებთ წელში იზნიქება, ანუ უკან წევს ტანს რა და სწორ მდგომარეობაში არ ჩერდება, იჭიმებასავით.
მაგით მიხვდები.
მოკლედ, უნდა მოვყვე ახლა ჩემი თავგადასავალი. ყველაფერმა თითქმის ჩაიარასავით
დავწერე დაახლოებით 10 დღის წინ აქ, სიცხეები მაქვს-მეთქი და ჭიპის ქვევით მტკიოდა. წავედი გაგუაში წინა ორშაბათს, უკვე ისე მტკიოდა ხელის დადებაზეც და მოძრაობაზეც გადამიყვანა ჭკუიდან და მექი რაღაც არაა რიგზე-თქო. გადამიღეს ეხო და ჯერ ჰემატომააო, მერე ანალიზები ავიღე და crp ნორმა რო არის 9-მდე მქონდა 195 :/ ესეიგი ინფექციააო და უნდა დარჩეო.
არადა როგორია დარჩე, ბავშვი ძუძუზეა, ისედაც მარტო მე და ჩემი ქმარი ვზრდით, ის 1 საათი ექიმთან რო წავედი ბებიასთან დავტოვეთ და ღნაოდა დიდი ვაი-ვაგლახით აჩერებდნენ. მაშინ მოიყვანე ბავშვიცო, ცალკე პალატას გამოგიყოფთო. წამოვედით სახლში, მოვემზადე, წავიყვანეთ ბავშვი და დავრჩი. დილას დამადგა უამრავი ექიმი და ხელით გასინჯვით დაადგინეს რო ჩირქი იქნებაო, თან სიცხე და თან ცილაც მომატებული და უნდა გაგჭრათო.
შუადღეს გამჭრეს, ბავშვთან მამიკოა ქვედა სართულზე, ცდილობს მაქსიმალურად დიდხანს გააქაჩინოს სანამ ინტენსიურში ვარ. ერთი ამოყვანა ამომიყვანეს რო მეჭმია და ისევ ჩაიყვანეს. წესით 8 საათი უნდა ვყოფილიყავი ინტენსიურში, მარა როგორც კი ფეხი გავიქნიე ეგრევე ჩამოვედი, მარა ჭრილობაში მიდგას დრენაჟი და სასტიკად მტკივა, ვერ ვინძრევი :/ ზევიდან მომასვამდა საჭმელად ბავშვს და ჰაერში ეჭირა სანამ ჭამდა.
ეგ პირველი ღამე იყო კოშმარი, ეტყობა ბავშვმა იუცხოვა გარემო, თან მეც რო ვერ ვეხუტებოდი, სავარაუდოდ ჩემ სუნსაც ვეღარ გრძნობდა, ბეტადინით ვიყავი აყროლებული :/ მთელი ღამე არ დაიძინა, ატარებდა მამამისი ხელით, უმღეროდა, გაწყდა წელში, ძლივს დადიოდა ბოლოს. სულ თავ-ბედს ვიწყევლიდი, მაგას მართლა მერჩივნა საერთოდ არ მივსულიყავი ექიმთან და მტკიებოდა, რაც იქნებოდა იქნებოდა-მეთქი ვფიქრობდი. მე მტკივა და ექთანი ცოცხალი თავით არ მიკეთებს გამაყუჩებელს, მერე ინტენსიურის ექიმი ჩამოვიდა და იმან გამიკეთა.
მერე როგორც მითხრეს ჩირქი იყო დაგროვილი ცხიმოვან ქსოვილსა და კუნთს შორის. მეორე დღეს დილას გადახვევაო :| ეს ჭრილობა ბოლომდე არ გამიკერეს, რახან ჩირქი იყო რომ მერე გამოერეცხათ ხოლმე და გასუფთავებულიყო. ყველაზე დიდი მინუსი ქართული მედიცინის - ადამიანს ტკივილის გაძლება შეუძლია და რა საჭიროა გაყუჩება. ახალ ნაოპერაციებზე მეორე დილას გამიყვანეს და ჯერ ხო იფათურეს ამ ღია ჭრილობაში, მერე ოპერაციის დროს ჩატოვებული ტამპონი ამომადღლიზეს და მერე დრენაჟიც ამოიღეს და აი ასეთი ტკივილი ცხოვრებაში არ გამომიცდია. მიუხედავად იმისა, რომ 3 თვიანი კენჭის დაბადება მაქვს გამოვლილი და თირკმლიდან სტენტი მაქვს ამოღებული გაუყუჩებლად ისე რო ხმა არ ამომიღია. ბოლო ხმაზე ვკიოდი ისე მტკიოდა, მეორე დღეს მომატყუეს ახლა არ გეტკინებაო და უარესად მატკინეს და დამეწყო ამ გადახვევების პანიკური შიში.
მესამე დღეს გამომწერეს და დამიბარეს ყოველდღე გადახვევაზე, ისეთი შიში მქონდა შემდეგ მისვლაზე გავპარჭყე ფეხები დამაძინეთ, ამ ტკივილს ვერ ავიტან კიდე ერთხელ-მეთქი. ერთხელ დამაძინეს და მერე შემდეგ გადახვევაზე ჩამოვიდა სხვა ექიმი და აი მეფიცა ყველაფერი აღარ გეტკინება ისე ძალიანო და ნუ დავთანხმდი ანესთეზიის გარეშე და მართალიც ყოფილა. ესეიგი იმ ორჯერ რო გავეყუჩებინე ნორმალურად და ასე არ ვეწამებინე იმ კაცს ხო შეიძლებოდა? ყველა მისვლაზე ცხრა სიცოცხლეს ვტოვებ ისეთი პანიკა მაქვს უკვე :|
1 თვე მაინც მომიწევს ამ გადახვევების კეთება, ჭრილობა საკმაოდ ღრმა არის და ამოვსებას დრო უნდა.
ფსიქოლოგიურად იმოქმედა ძაან ამ ყველაფერმა, იდეალურად იყო ყველაფერი, ბავშვი, ბედნიერება და უცბად ეს ჯანდაბა. სულ მეტირებოდა. ახლა შედარებით უკეთ ვარ, მოძრაობაც აღარ მიჭირს და ცოტა მოვედი ხასიათზე.
საბოლოოდ, რა თქმა უნდა, არ ამბობენ, რომ საკეისროს გართულება იყო ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა რა უნდა ყოფილიყო?
საიდან მოვიდა აბა ჩირქი, მე ხო ვერ შევიტანდი მაგ სიღრმეზე ინფექციას?
მე ასე მგონია, რომ ანტიბიოტიკები რო არ გამიკეთეს ოპერაციის მერე მაშინ გაჩნდა რაღაც პატარა კერა და ამდენი ხნის განმავლობაში იზრდებოდა.