BA84 არც ჩემთან არის ყვითრის პარკი... კი ვაგრძელებ ყველაფერს, 2 დღეში დამიბარეს მაგრამ არ წავედი.
არ მინდა ცუდზე ფიქრი, უბრალოდ ველოდები. 21- ე დღეს პირველი ეხო რომ გავიკეთე არ იყო კარგად დამრგვალებული და ბაცად ჩანდა, 1 კვირაში დამიბარა ხეცურიანმა, ანუ გუშინ წინ რომ ვიყავი უკვე დამგვალებულა ისეთი ლამაზი ფორმა აქვს და გამკვეთრდა, ვფიქრობ იქნებ ნელა იზრდებათქო?
იუთუბზე ვუყურებ ერთ გოგოს 6 წელია ელოდებიან , იმან ჩემზე ადრე გადაიტანა 17 თებერვალს, მე 20-ში, 1 ეხოთი მისწრებს იდენტური პრობლემა ჰქონდა, გუშინ მეოთხე ეხოზე გამოჩნდა ემბრიონი,ოღონდ ჯერ გულის ცემა არ აქვს, იმდენი ვიტირეეეე ისე გამიხარდა, ღმერთო მადლობათქო ხმამაღლა ვიძახდი, ისე გავითავისე ამ გოგოს პრობლემა,რომ მეგონა მე მითხრეს ემბრიონი გამოჩნდაო.