2110 ბბ ტესტი ადრე აწითლებს ვიდრე ჩვეულებრივი (60 თეთრი ღირს) , გირჩევ მოიცადო, ბბ-ზე მაინც და მაინც არაა მკვეთრი და ჩვეულებრივზე არ გაგიწითლებს, არა იმიტომ რომ არ ხარ ორსულად, უბრალოდ მგრძნობელობა ნაკლები აქვს .
2 დღეში გაიკეთე ჩვეულებრივი , აფთიაქში უთხარი 60 თეთრიანითქო და მიხვდებიან ან ტესტ კასეტა ან ორივე იყიდე. 48 საათში ქორიონული გონადოტროპინი უნდა გამომუშავდეს უფრო და იქნებ გიჩვენოს ნაკლებ მგრძნობიარეზე. ჩემი თავიდან არ მიჩვენებდა ჩვეულებრივზე , რამოდენიმე დღე სულ ბბ აწითლებდა, მერე აღარ მახსოვს რამდენ დღეში , უკვე ძაალიან-ძალიან მკრთალად უბრალოზეც დავინახე და ასე ნელ-ნელა რაც დღეები გადის და უფრო გამომუშავდება ჰორმონი, უფრო აწითლებს ....
პს.რამდენი ვწერე, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ არ შეგეშინდეს თავიდან თუ უბრალოზე არ გიჩვენა.
* * *
დანახვით მეც ვხედავ ნამდვილად არის
ეგ ტესტი გადააგდე თორე მერე რომ დახედო რამოდენიმე საათში გამქრალი დაგხვდება და გულს გაგიხეთქვს , მე დამემართა ეგრე , ძალიან ღია იყო დილით გავიკეთე, ღამე კიდე დავხედე და სადღა იყო . ეგრევე ვაფრინე ქმარი აფთიაქში შუაღამისას ბბ-ზე

გავიკეთე და ისევ ისე ძაალიაბ ღია იყო მაგრამ დილის ღიასთან შედარებით , ამ გამქრალის მერე ეს მეორე ღია ისე გამიხარდაა როგორც აღაჟღაღებულ წითელს ისე ვხედავდი