ნოემბერში ციკლის მე15 ე დღეს, არცერთი დომინანტი ფოლიკულით, რთული პოლიკისტოზით, ყველა გამოკვლევის შემდეგ ექიმმა ინვიტროა მხოლოდ გამოსავალიო, ვუთხარი ,რომ ვერასდროს გავიკეთებთქო, მაშინ სტიმულაცია ვცადოთო, მომცა წამალი რომ ციკლის მე5 ე დღიდან დამეწყო. მაგრამ სადაა ციკლი, გადამიცდა
8 დღე, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება, სულ ასე მქონდა ხოლმე.
დეკემბერში 13 წელი შეგვისრულდა , გადამიცდა 8 დღე, და სრულიად შემთხვევით, საღამოს გავიკეთე ტესტი, 2 ხაზი, 1 საათში ექიმთან ვიყავი, საღამოს 8 საათზე, შოკი, ნერვიულობა, (ბოლო 1 წელში 2 მოშლის გამო),ექოზე გამოჩნდა უკვე საშვილოსნოში, დამინიშნა პროჟესტერონი, და ორსულების ვიტამინი, 10 დღეში გულისცემა მოვისმინეთ, დღეს 20 კვირის ვარ, და პატარა გოგოს ველოდებით.
წინ გოგოებო, არ დანებდეთ!!!
პ. ს. შეკითხვებს ველოდები