Tessგათხოვებიდან მთელი 6 წელი ვაკონტროლებდი ყველაფერს რაც ორსულობას უკავშირდებოდა: ჰორმონები, მონიტორინგი, ოვულაციის დღეები
ყველაფერი იყო იდეალურად, ნანატრი ორსულობა არ ჩანდა...
მე-6 წელს წავედით დასასვენებლად, წავიყვანე ძმიშვილი, იქედან ჩამოსული ორსულად ავღმოჩნდი (ოვულაციის დღეებში კონტაქტი ნამდვილად არ მქონდა, თავს დავდებ

)
ჩემი ბიჭი უკვე 2 წლისააა, მის მერე ყოველგვარი კონტროლისა და ჩასაფრების გარეშე უკვე მეორედ დავრჩი ორსულად, ეხლა 12 კვირის ვხდები და დიდი იმედი მაქვს მშვიდობით მივალ ბოლომდე..
ჩემი გამოცდილებით ამის თქმა მინდა: როცა ყველაფერი იდეალურადაა, გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ მოშვებაა...ტვინის მოტყუება და სხვა რამეზე გადართვა...
ჩემს ანამნეზს დაწვრილებით არ დავწერ...საკმაოდ მძიმეა, მაგრამ შედეგი ტვინის გათიშვით რომ მივაღწიე ფაქტია
მთელი გულით გისურვებ სასურველის ასრულებას, რაც შეიძლება მალე