გოგონებო, ამასწინათ ვითხოვე, მირჩიეთ, სად გავიკეთო შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი-მეთქი. ჰოდა, ახლა შედეგებს გაგიზიარებთ, დასკვნა თავად გააკეთეთ მერე, რომელ ლაბორატორიას მიმართოთ ან არ მიმართოთ

უროლოგიის ეროვნული ცენტრი - ამოითესა ნაწლავის ჩხირი(დიდი რაოდენობით) და ენტეროკოკი, ანალიზი + ანტიბიოტიკოგრამა ერთად 50 ლარი,
ციტო - ამოითესა სტრეპტოკოკი და ნაწლავის ჩხირი (მცირე რაოდენობით), ანალიზი + ანტიბიოტიკოგრამა ერთად 100 ლარი,
ჩაჩავას კლინიკის ლაბორატორია - არაფერიც არ ამოითესა, მოსჩვენებია 2 დანარჩენ ლაბორატორიას


ანალიზი + ანტიბიოტიკოგრამა ერთად 42 ლარი.
მოკლედ, ასეთი ამბავია... გამოგადგებათ, იმედია, ვინმეს ჩემი ეს გამოცდილება.
P.S. ციტოში და ჩაჩავას კლინიკაში ერთ დღეს ჩავაბარე ანალიზი, უროლოგიის ცენტრში - ციტა ადრე.
This post has been edited by Marikela2018 on 9 Feb 2018, 19:10