gabi2015მაგას ნუ მკითხავ, რა შემთხვევაში კეთდება

ისეთი გაურკვევლობაა საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით...
შაბათს ვიყავი ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე და ძალიან რთული საკითხით მომაკითხეო, მითხრა და ბოლოს თვითონ გააკეთა
დასკვნა, კიდევ უფრო მეტად დაგაბნიეო და მართლაც ასეა.
ვადას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ დროს იკეთებს ადამიანი, არა მაინცდამაინც ორსულობის დროს.
გენეტიკური თრომბოფილია ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მშობლებიდან მემკვიდრეობით გადაეცემა სისხლის შედედებაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე
გენის მუტაცია, რის შედეგადაც თან დაჰყვება მიდრეკილება სისხლის გაძლიერებული შედედებისადმი.
სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა არ ჩანს კოაგულოგრამაში და D დიმერის ანალიზში. შეიძლება, ანალიზებში ყველაფერი
ნორმაში იყოს, მაგრამ მიდრეკილება და რისკი მაინც არსებობს, თუ გაქვს დადგენილი თრომბოფილია.
ჩემს ორსულ დას გამოჰკითხა ანამნეზი გინეკოლოგმა - მშობლებს, ბებია-ბაბუას ხომ არ ჰქონია ინფარქტი, ინსულტი ან მაღალი წნევა
ახალგაზრდა ასაკიდანო. რადგან მამას საკმაოდ ადრე დაეწყო ჰიპერტენზია და ბაბუაც, ზუსტად არ ვიცით, შეიძლება ინფარქტით ან
ინსულტით გარდაიცვალა, ამიტომ ურჩია დას გინეკოლოგმა გაეკეთებინა ეს ანალიზი. ასეთ შემთხვევებში მიაქვთ ეჭვი თრომბოფილიაზე.
ორსულობის დროს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შეიძლება ამ დროს მიკროთრომბოზი განვითარდეს პლაცენტაში და გართულებები, ორსულობის
შეწყვეტაც კი. თვითონ ქალიც თრომბოზის მომატებული რისკის ქვეშაა ამ შემთხვევაში. მაგრამ შეიძლება საერთოდ არც არაფერი მოხდეს და უპრობლემოდაც
წარიმართოს ორსულობა. ცალსახად არაა დადგენილი კავშირი თრომბოფილიას და შეწყვეტილ ორსულობებს შორის იმ ქალებში, ვისაც თრომბოფილია აქვთ.
ჰემატოლოგი თვლის, რომ მთლად სწორი არაა გინეკოლოგის ასეთი მიდგომა. ამერიკაში მშობლების და ბებია-ბაბუის ანამნეზით კი არ ნიშნავენ ამ ანალიზს, არამედ იმ შემთხვევაში,
თუ თვითონ ორსულს აქვს ანამნეზში რამდენიმე შეწყვეტილი ორსულობაო. როგორც ჩემ, ასევე ჩემი დის შემთხვევაშიც პირველი ორსულობაა, ანამნეზში ცუდი არაფერი გვაქვს, შესაბამისად,
მაგრამ კლექსანს ვიკეთებთ, რადგან თრომბოფილია დაგვიდგინდა. ჰოდა, ახლა ჰემატოლოგმა თქვა, არ იყო საჭირო კლექსანის დწყება და შეგიძლიათ, მოხსნათო. მაგრამ თავად გადაწყვიტეთო. გარანტიას ვერავინ მოგცემს, რომ მერე პრობლემა არ შეიქმნება. ასეთი თავსატეხია...
This post has been edited by Marikela2018 on 13 Feb 2018, 16:10