inertiacreeps11
ასე დეტალურად ვერ ვერკვევი ტესტი მანამდეც თუ აჩვენებს სანამ მოსვლის დრო იქნება.აქ წამიკითხავს რომ გადაცდენის შემდეგაც კი ტესტს უარყოფითი უჩვენებია და ამ დროს ორსულობა ყოფილა. ზოგს მაგალითად გადაცდენიდან 1-2 დღეში შეიძლება უჩვენოს, ზოგს უფრო გვიან.
ძალიან რთულია ვიცი, მაგრამ გირჩევ შეძლებისდაგვარად მშვიდად დაელოდო ამ რამოდენიმე დღეს.მე ეჭვი რომ გამიჩნდა შეიძლება ვიყო თქო უნდა გენახა როგორ ვუცდიდი იმ დღეს მომივიდოდა თუ არაა და თან შეიარაღებული ვიყავი სხვადასხვა ტესტებით. სხვათაშორის მანამდე ერთხელ ვცადე ტესტის გაკეთება იქნებ და აჩვენოს რამე თქო, მაგრამ უარყოფითი მიჩვენა. თავის დროზე კი დადებითი

<3 წარმატებებს გისურვებ და ეცადე მშვიდად იყო. ხომ იცი ამ დროს სტრესი ყველაზე დიდი მტერია.
რამე სხვა მეთოდი თუ არსებობს კი არ ვიცი.შეიძლება სისხლის ანალიზით ხდებოდეს ადრეული დადგენა.