inertiacreeps11
ხალხი ისეთია საერთოდ დაიკიდე მსგავსი ადამიანები და რაც მთავარია არ ინერვიულო,მაგაზე ფიქრს ნუ აყვები.
ისე მაბრაზებს ესეთი უტაქტო ადამიანები. მგონი ყველას გვყავს მსგავსი არამკითხე ხალხი ირგვლივ

უბრალოდ იყავი ბედნიერი და თავისუფალი იმ ყველაფრისგან რასაც ეს ადამიანები ცდილობენ <3
* * *
inertiacreeps11
აბა რეებს ამბობ ეხლა . რას ქვია მეფიქრება უშვილო დავრჩებიო.ამოიგდე მსგავსი ფიქრები.პირიქით !!!!
* * *
inertiacreeps11
მე რომ დავოჯახდი 2 კვირაში გათხოვდა ახლობლის გოგო. 1 თვეც არ იყო გასული და განმიცხადა სულ მეგონა შენ მოასწრებდი დაორსულებას და იმან გაჯობაო ( ვითომ ვეჯიბრებოდი ვინმეს

ან საერთოდ მეფიქრა მასეთი რამე ) . ნუ კარგი გავატარე. თვეში მინ ორჯერ გამოწერილი მქონდა კითხვა ორსულად ხომ არ ვარ და თუ პრობლემა გვაქვს მე და ჩემს ქმარს ( იმ საკითხში- ასე მოიხსენიებდა ხოლმე) დროზე უნდა მივხედოთ თავს. თან ამას ყველაფერს ისეთი გაბრწყინებული ბედნიერი სახით მეუბნებოდა გაოგნებისგან ვერაფერს ვამბობდი და თან ეს ხდება გათხოვებიდან 2 თვის ვადაში. ბოლოს ჩვენი ცოლ-ქმრობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. აბა თუ ქალი ქალად არ ვარგიხარო

.

მესამე თვეს ტესტმა დადებითი მიჩვენა . მგონი ყველაზე ბოლოს გაიგო მაგან ეს ამბავი

და სიმართლე გითხრა ეხლა ურთიერთობაც არ მაქვს მასთან.
მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ თავიდან ეს სიახლე. საკმაო ხანი ჩვენი პატარა საიდუმლო იყო

. უნდა გენახა ზოგს ეჭვი რომ ქონდა გადაკოცნის დროს მუცელზე რომ მისვამდნენ ხოლმე ხელს რომ დაედგინათ ორსულად ვიყავი თუ არა

მინდოდა წამემტვრია ყველასთვის ხელები
რამდენი ვილაპარაკე , უბრალოდ მინდოდა გცონდოდა რომ ამ ხალხს ნუ მისცემ უფლებას გავლენა მოახდინონ შენზე და ასე პესიმისტურად გაფიქრებინონ.