NiniaGმე საწოლის არჩევისას არ ვაქცევდი ყურადღებას უჯრებს და დიდი ასაკის ბავშვისთვის თუ კეთდება. 

ეს იდეაში 5 წლამდე შეგიძლია.მარა მაქამდეც არ ვიხმარ მერე მანქანა საწოლს ან რამე უკეთესს ვუყიდი. ამ საწოლზე თან აქცია იყო. ხისაა. არაა დსპ. თან წყლის საღებავითაა. თან კბილები რო ჩაასოს ბორდიურებს დამცავი აქვს. ცალი გვერდი იწევა ზევით ქვევით ადვილად რომ მიუდგე ჩვილს ჩაწვენა ან ამოყვანა თუ გინდა. ორი დონე აქვს. ახლა ამოწეული მექნება რომ წელი არ ავიტკიო მერე ჩავწევ. 

დსპ-ს არ გირჩევ. 1) პატარა ძმა რომ გვეყოლა მაშინ ვუყიდეთ ისეთი საწოლი რომელიც თინეიჯერობაშიც შეგიძლია ახმარო თავისი ტუმბო რო მოყვება და მერე რო ეხსნება. ჰოდა ისე მოანჯღრია ვაჟბატონმა რომ ჭკუა მაქვს ნასწავლი და დსპსკენ არც გამიხედავს კითუმეტეს ეგრე დიდ ასაკზეც რო ადგება. იქამდე ისე უტირებს ყოფის დღეს გადასაგდები იქნება
2) ჩემი ქმრის მეგობარი მაგ სფეროშია და დსპ არ იყიდოო. სულ რო არაფერი წებო ჰოა საჭირო რომ ეს ნახერხი თუ რაცაა შეიკრას და ნუ ასუნთქებ ბავშვსო. ხე იყიდე ჯობიაო. რაშიც ვეთანხმები სრულებით.
 კალიასკა 320ღირდა და დაგვიკლეს მხოლოდ კალიასკაა. ქარსითი და ეგეთები არ მჭირდება ვიცი. ამიტო მხოლოდ კალიასკას ვუყურებდი 
* * *
 უი სხვათაშორის დღეს ვაგზალზე რო კრუგს ეძახიან იქ ჩავედი ციგნებში და ბავშვების ტანსაცმელები სადაცაა მივადექი ერთ დახლს და გამოვზიდე ბევრი რამე. ადიალა რაც საბაში 55 ღირდა 30₾ ვიყიდე. მუშამბა 12 იყო საბაში აქ 8 ლარად ვიყიდე. რასპაშონკები. შარვალიკოები. ცხვირსახოცები, ჩეფჩიკები, ქუდები, ძაან იაფებში. 3-8 ლარები. თან ის ბებო დავამუღამე აწი მაგასთან ვივლი. იუზა ჰქვია. ფასებზე კიდევ მოვთანხმდებით ხოლმე. ყველაფერი ჰქონდა აბსოლუტურად მაგრამ მე ნაყიდი მაქვს უკვე ბევრი რამე და უბრალოდ რაც მაკლდა ისინი ვიყიდე.
ესეც ადიალა 
